Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„უბედნიერესი ვარ, რომ ასეთი ბიჭი მყავს!“ – ირინა ონაშვილს უსიმპათიურესი უფროსი ვაჟი ჰყავს

© courtesy of Irina Onashviliირინა ონაშვილი
ირინა ონაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირინა ონაშვილის უფროსი ვაჟი 8 წლის გახდა. სუპერ-მოდელმა შვილს დაბადების დღე ემოციური სიტყვებით მიულოცა. პატარა ბიჭი შეუდარებლად გამოიყურება.

მშვენიერი მოდელი ირინა ონაშვილი უკვე მრავალი წელია იმ ქალებს შორისაა, რომელთა სილამაზეს ყველა ერთხმად აღიარებს. წარმატებული მოდელი დიდ ყურადღებას იქცევს. კარიერის დასაწყისში მისი გარეგნობა რეჟისორების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და რამდენიმე სარეკლამო ვიდეორგოლსა და კლიპშიც გადაიღეს.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Happiness is ...when you’re at home with your beloved kids👩‍👦‍👦#saba #dati

Публикация от Irina Onashvili ✨ (@irinaonashvili)

საზოგადოების აღიარება კი „მის საქართველო 2003“-ის ტიტულმა მოუტანა. 34 წლის მოდელი ახალი თაობისთვის დიდი მაგალითია. მისი თვალისმომჭრელი სილამაზე გულგრილს არავის ტოვებს. ირინა ონაშვილი არასდროს ჩერდება. წარმოუდგენელია, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტი დაამთავრა. ახლა "ჩემი ცოლის დაქალებში" ერთ-ერთ როლს მოერგო.

ახალგაზრდა მოდელს ორი ვაჟი ჰყავს. უფროს ვაჟსა და უმცროსს შორის ოთხწლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ირინა ონაშვილი ვაჟებთან ერთად ხშირად პოზირებს. უფროსი ბიჭი 8 წლის გახდა. დედამ დაბადების დღე ემოციური სიტყვებით მიულოცა. „8 თებერვალს საბა დაიბადა და დედა გავხდი. 8 წლისაა და უბედნიერესი ვარ, რომ ასეთი ბიჭი მყავს! გილოცავ დე“, – წერს პოპულარული მოდელი.

ყველა ახალი ამბავი
0