Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ზურა ხაჩიძის ემოციური მილოცვა და ხათუნა ჟორდანიას გრანდიოზული დაბადების დღე – ვიდეო

© courtesy of Assa Hallხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე
ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხათუნა ჟორდანიას ცოტა ხნის წინ მძიმე დაავადება დაუდგინეს. მიუხედავად ამისა, ძლიერი ქალბატონი მომღერალ მეუღლესთან ერთად იბრძვის და სამკურნალოდ დროდადრო თელ-ავივის კლინიკას აკითხავს. ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა.

მომღერალ ზურა ხაჩიძის მეუღლე ხათუნა ჟორდანია 9 თებერვალს იუბილარი იყო და დაბადების დღე უახლოესი ადამიანების გარემოცვაში აღნიშნა. ზურამ ხაჩიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით ხათუნას ემოციური პოსტი მიუძღვნა და დაბადების დღის ვიდეო საკუთარ გვერდზე ატვირთა. როგორც ჩანს, წყვილმა ერთად სიმღერაც შეასრულა.

„მიყვარხარ და მინდა იყო ყველაზე მაგრად ამ ქვეყანაზე! მე მწამს, უფალი შენთან და ჩვენთან არის! ამინ”, – წერს ზურა.

ხათუნა ჟორდანიას ცოტა ხნის წინ მძიმე დაავადება დაუდგინეს. მიუხედავად ამისა, ძლიერი ქალბატონი მომღერალ მეუღლესთან ერთად იბრძვის და სამკურნალოდ დროდადრო თელ-ავივის კლინიკას აკითხავს. ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ცნობილი ოჯახის პოპულარული წევრი მძიმე სენს ებრძვის. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მათ ამის შესახებ თვეების წინ გაიგეს, როდესაც ხათუნამ ექიმს ხველების გამო მიაკითხა. კონსულტაციის შემდეგ მომღერლის მეუღლეს ქიმიოთერაპიის ორი კურსი ჩაუტარდა.

ოჯახის განსაცდელის გარშემო უამრავი კეთილი ადამიანი გაერთიანდა, რომლებმაც ოჯახის ტკივილი და ხათუნას ავადმყოფობა გულთან ახლოს მიიტანეს და ზურასთან ერთად ლოცულობენ. ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ მომღერლის ზურა ხაჩიძისა და მომღერალ ნინი ქარსელაძის დედის ხათუნა ჟორდანიას ქორწინებამ წლების წინ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ფიქრობდნენ, რომ მათი ოჯახი მალე დაინგრეოდა, რადგან ხათუნა ჟორდანია მეუღლეზე დაახლოებით 10 წლით უფროსია. მათ ქორწინებას ეჭვის თვალით უყურებდნენ, ხშირად აშორებდნენ ერთმანეთს, მაგრამ წლების გავლის შემდეგ წყვილმა დაამტკიცა, რომ მათი სიყვარული ანგარებაზე არ იყო დაფუძნებული.

ხათუნასთვის ზურასთან ქორწინება მეორე იყო. მას პირველი უიღბლო ქორწინებიდან ჰყავს ერთი შვილი, ყველასათვის კარგად ცნობილი მომღერალი ნინი ქარსელაძე. ზურა ხაჩიძესთვის კი ეს პირველი ოჯახია და მათ ჰყავთ საერთო შვილი, უსაყვარლესი ანასტასია ხაჩიძე. ქართულ შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა შორის მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლება.

ყველა ახალი ამბავი
0