ნაქერალას უღელტეხილზე შეზღუდვები მოიხსნა

© AFP 2024 / Pascal Pochard-Casabiancaთოვლი
თოვლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩატარებული გზის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ამ დროისთვის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 36-62 კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები ინტენსიური თოვის გამო პარასკევს დაწესდა.

ჩატარებული გზის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ამ დროისთვის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0