„როცა დედას ეხება საქმე, არაფერს აქვს მნიშვნელობა“ – ახალგაზრდა გოგო დახმარებას ითხოვს

© Photo: Pixabayპაციენტი
პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო პერიოდში სოციალური ქსელით სულ უფრო მეტი ადამიანი ითხოვს დახმარებას მისი ოჯახის რომელიმე წევრის გადასარჩენად.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გვერდი „შენ საკმარისი არ ხარ" განცხადებას ავრცელებს, სადაც ახალგაზრდა გოგონა დედის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს.

გოგონას თქმით, დედას სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია. ღვიძლზე აქვს ექინოკოკი უკვე მრავალი წელია, მაგრამ ახლა უკვე საგანგაშოა მისი მდგომარეობა.

„ძალიან გთხოვთ თითოეულ თქვენგანს, რითიც შეგიძლიათ დაგვეხმარეთ, რომ შევძლოთ დედიკოსთვის ოპერაციის გაკეთება. 1 ლარიც ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ანგარიშის ნომერია GE45LB0711190912385000 ეკატერინე ლომიძე. მჯერა ყველაფერი კარგად იქნება“, – წერია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0