Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

38 წლის თიკა ფაცაციას იოგის პოზა გაგაოცებთ - ვარსკვლავი შოკისმომგვრელ სურათს აქვეყნებს

© Tika Patsasiaთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ამ ინდურ კულტურას  უამრავი მიმდევარი ჰყავს. მათ შორის არიან ქართველი სელებრითი ქალბატონები. თიკა ფაცაცია წლებია იოგით არის დაკავებული. რა ფოტოს აქვეყნებს სამი შვილის დედა?

ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწევა. აქტიური ტელეწამყვანი 38 წლის ასაკში შეუდარებლად გამოიყურება.  მიუხედავად იმისა, რომ გადაღებები და გადატვირთული ცხოვრება აქვს, საკუთარი ფორმების შენარჩუნებაზე ზრუნავს. წლებია ვარჯიშითა და იოგით არის დაკავებული. თიკა ფაცაცია თანატოლ ქალბატონებს შორის დიდ ინტერესს არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ დახვეწილი საუბრითა და მანერებით იქცევს. მის მიერ გამოქვეყნებული სურათები სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლების აღფრთოვანებას იწვევს.

„მის საქართველო“, „მის თბილისი“,  „მის ოქროს გლობუსი“ - თიკა ფაცაციამ სახელი სამოდელო კარიერით გაითქვა. მისი პოპულარობა დღემდე არ წყდება. ყოფილი მომღერალი და მოდელი ტელემაყურებლების საყვარელი სახეა. სატელევიზიო სივრცეში ადრეულ ასაკში დაწყებული კარიერა წარუმატებელი ეთერების გარეშე მიმდინარეობს. „რუსთავი 2“- ის გადაცემის „სხვა შუა დღის“ წამყვანი გასტროლებზე სხვადასხვა ქვეყნებში მიემგზავრება. მისი ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებს.  საზოგადოებამ თიკას და ვანიკო თარხნიშვილის შეუდარებელი დუეტი მალე შეიყვარა. გასართობი შოუ „ნიჭიერი“ წამყავნების წყალობით ძალიან პოპულარული გახდა.   მოქნილი და ეკრანული მომღერალი ინდივიდუალიზმის ხარჯზე ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართვულ შოუ-ბიზნესში ერთად ერთი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე განავითარა.

ტელესახემ, რამდენიმე ხნის წინ სოციალურის ქსელის ოფიციალურ გვერდზე სურათი გამოაქვეყნა, სადაც  ე.წ „შპაგატში“ მოხდენილად პოზირებს. 38 წლის ტელეწამყვანი გამაოგნებელი მოძრაობებითა და თამამი სურათებით საზოგადოების ყურადღებას იქცევს. ამჯერად, იოგის ერთ-ერთი ილეთი სარკესთან გააკეთა და მორიგი სურათი გამოაქვეყნა. ქართველი სელებრითი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწევა.

ყველა ახალი ამბავი
0