Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის ორი მოქალაქე მოათავსეს

© photo : courtesy of the Central Hospital of Wuhan / გადასვლა მედიაბანკშიChina New Coronavirus
China New Coronavirus - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, საქართველოში ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე არიან დასაქმებული.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 თებერვალს ჩინეთის ორი მოქალაქე მოათავსეს, რომლებიც კორონავირუსზე დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე შეიყვანეს. მის შემთხევაში კორონავირუსი არ დადასტურდა, მას В ტიპის ვირუსი აღმოაჩნდა. რაც შეეხება ორ პაციენტს – ჩინეთის მოქალაქეებს, მათი ტესტების შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინეთის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

„დღეს კიდევ არის ჩინეთის ორი მოქალაქე შესული ინფექციურ საავადმყოფოში, ისინი არიან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაქირავებული მუშახელი, რომლებიც მუშაობენ ერთ-ერთ რაიონში. იქ უკვე ჩვენი ეპიდემიოლოგები არიან წასული და დღესვე იქნება მათზე პასუხი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა და ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი და ის ღონისძიებები, რაც ტარდება, სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებთან.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„საშუალება გვაქვს ადგილზე დავსვათ დიაგნოზი, დღემდე ჩატარებულია 12-მდე ანალიზი, ტესტები მუშაობს ძალიან კარგად. ტესტების მარაგი საკმაოდ არის ქვეყანაში“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჩინეთში ახალი კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარება გამოაცხადა. აქედან გამომდინარე, მრავალი ქვეყნის ხელისუფლებამ გააძლიერა სასაზღვრო კონტროლი, შეჩერდა ჩინეთთან ავიამიმოსვლა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად ჩინეთში 636 ადამიანი დაიღუპა, დაავადებულთა რიცხვმა 31 161-ს მიაღწია, განკურნებულთა რიცხვი 1,5 ათასს აჭარბებს. 7 თებერვლის მონაცემებით, 3,1 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 962 მძიმე მდგომარეობაა.

ქართველი სპეციალისტების სიტყვებით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.

ყველა ახალი ამბავი
0