Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე დახმარებას ითხოვს

© AP Photo / Koji Sasaharaკორონავირუსი ჩინეთში
კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთში საქართველოს საელჩო საქართველოში შესაბამის უწყებებთან კონტაქტზეა და ცდილობს დაეხმაროს ჩინეთში მყოფ თანამემამულეებს, რომლებიც ფინანსური მიზეზის გამო ჩინეთის დატოვებას ვერ ახერხებენ.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან, დახმარებას ითხოვენ, რადგანაც ავიარეისების აკრძალვის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ჰანჯოუში იმყოფებიან. ჩინეთში საქართველოს საელჩო მაქსიმალურად ცდილობს მათთვის დახმარების აღმოჩენას.

„კონტაქტზე ვართ ჩვენს სამ მოქალაქესთან, რომლებსაც, როგორც თავად აცხადებენ, ფინანსური პრობლემები აქვთ. ცხადია, საელჩოს შესაბამისი ფინანსური რესურსი არ გააჩნია, რომ კონკრეტულად მათთვის გამოყოს თანხა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ კონტაქტზე ვართ შესაბამის უწყებებთან საქართველოში და ვეცდებით მაქსიმალურად დავეხმაროთ ამ ადამიანებს", – განაცხადა საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინეთის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ამასთან, საელჩომ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ჩინეთში მხოლოდ რამდენიმე ავიაკომპანია დაფრინავს და ბილეთის ღირებულება საკმაოდ მაღალია.

„არ გამოვრიცხავ, მომავალშიც იყოს შემთხვევები მოქალაქეების ფინანსური პრობლემის თვალსაზრისით და საქართველოში დაბრუნების მხრივ, რადგან ბევრი ფრენა გადაიდო და სულ რამდენიმე ავიაკომპანია დაფრინავს დღეს", – განაცხადა ელჩმა.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საკითხი უახლოეს პერიოდში პოზიტიურად გადაიჭრება, რადგან არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა რამდენიმე დღეში ის ავარეისებიც აიკრძალოს, რომლებიც ამჟამად სრულდება.

„გარდა ამისა, ვრჩებით კონტაქტზე ჩვენს სხვა მოქალაქეებთან. განსაკუთრებით მათთან, ვინც უჰანში არიან. საბედნიეროდ, ყველა მათგანის მდგომარეობა ნორმალურია", – განაცხადა არჩილ კალანდიამ.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჩინეთში ახალი კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარება გამოაცხადა. აქედან გამომდინარე, მრავალი ქვეყნის ხელისუფლებამ გააძლიერა სასაზღვრო კონტროლი, შეჩერდა ჩინეთთან ავიამიმოსვლა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად ჩინეთში 636 ადამიანი დაიღუპა, დაავადებულთა რიცხვმა 31 161-ს მიაღწია, განკურნებულთა რიცხვი 1,5 ათასს აჭარბებს. 7 თებერვლის მონაცემებით, 3,1 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 962 მძიმე მდგომარეობაა.

ქართველი სპეციალისტების სიტყვებით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.

ყველა ახალი ამბავი
0