„დღეს სამუდამოდ წახვედი, ვეღარ შეგეხები, ვეღარც ცივს და უმოძრაოს“ – ანიტას ბებია

© Pixabay / Cimabueბავშვი
ბავშვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას მერე, რაც ავსტრიის შემდეგ ანიტას ოპერაციაზე იტალიის კლინიკამაც უარი თქვა, ბავშვის ოპერაციის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა კი ვერც ბელარუსმა აიღო, ანიტას ოჯახმა შეთავაზება ინდოეთიდან მიიღო.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. პატარა ანიტა ფაცაცია, რომელიც ინდოეთში გულის ტრანსპლანტაციაზე სამკურნალო კურსს გადიოდა, რამდენიმე დღის წინ სამშობლოში გადმოასვენეს. გოგონა დღეს დაკრძალეს. პატარა ანიტას ბებია თამარ გლურჯიძე ემოციური პოსტით ემშვიდობება.

სტრესის დროს ხატვა დაგეხმარებათ - Sputnik საქართველო
მამა სევერიანემ პატარა ანიტა დახატა – ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება

„დღეს სამუდამოდ წახვედი, ჩემო ბედნიერებავ. ვეღარ შეგეხები, ვეღარც ცივს და უმოძრაოს. მაინც რა ლამაზი იყავი, რა მხიარული, რა ტკბილი, რა არაამქვეყნიური. ვერ ვძღებოდი შენით. როგორ ვაპატიო ჩემს თავს გვერდით რომ არ გყავდი, როცა სიცოცხლისათვის იბრძოდი, როგორ?! მაპატიე, ჩემო ბედნიერებავ, ყველა მოუფერებელი დღისთვის მაპატიე. ნუთუ ერთი ციცქნა, ნაზი, პატარა, უწყინარი, უმწეო ანიტა ამძიმებდა ამ ცოდვილ დედამიწას იმდენად, რომ მისთვის პაწია ადგილიც ვერ გამოინახა?!“, – წერს თამუნა გლურჯიძე.

ორი წლის ანიტა ფაცაციას გულზე უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია ჰქონდა. პატარას ინდოეთში ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა ბოლო დღეებში მდგომარეობა გართულდა. სოციალურ ქსელში პატარა ანიტას დასახმარებლად შექმნილ ჯგუფში ერთ-ერთი წევრი ნათია გოდერძიშვილი წერდა, რომ ანიტას მდგომარეობა დამძიმდა და გულშემატკივრებს პატარა ანიტასთვის ლოცვისკენ მოუწოდებდა.

ორი წლის ანიტა ფაცაცია ინდოეთში რამდენიმე კვირის წინ გადაიყვანეს. ინდოეთში ყველაზე მეტი შანსი იყო, რომ პატარას გულის დონორი ეპოვა. მას მერე, რაც ავსტრიის შემდეგ ანიტას ოპერაციაზე იტალიის კლინიკამაც უარი თქვა, ბავშვის ოპერაციის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა კი ვერც ბელარუსმა აიღო, ანიტას ოჯახმა შეთავაზება ინდოეთიდან მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0