ბათუმში ერთ დღეში სამმა დედამ ტყუპი გააჩინა – ფოტოები

© Pixabay / 3194556ტყუპი ახალშობილები
ტყუპი ახალშობილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტყუპები — ძუძუმწოვრებისა და ადამიანის ორი ან მეტი ნაშიერია (ბავშვი). არსებობს ტყუპების ორი ტიპი: ერთკვერცხისეული იდენტური და სხვადასხვა კვერცხისეული არაიდენტური.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ბათუმში ერთ დღეს სამმა მშობიარემ ტყუპები გააჩინა. ინფორმაციას ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“ ავრცელებს.

კლინიკა ტყუპებისა და მათი დედების – ნუნუ სანიკიძის, მეგი პატარაიას და ნინო პაპუნიძის ფოტოებსაც აქვეყნებს.

„ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს და კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებენ“, – წერენ კლინიკის ოფიციალურ გვერდზე.

ტყუპები — ძუძუმწოვრებისა და ადამიანის ორი ან მეტი ნაშიერია (ბავშვი). არსებობს ტყუპების ორი ტიპი: ერთკვერცხისეული იდენტური და სხვადასხვა კვერცხისეული არაიდენტური. არაიდენტური ტყუპების დროს ნაყოფიერდება ორი ან მეტი კვერცხუჯრედი; ამათგან თითოეული დამოუკიდებელ ორგანიზმად ვითარდება. იდენტურ უჯრედებს აქვთ საერთო პლაცენტა, ერთნაირი გენოტიპი, ყოველთვის ერთი სქესისანი არიან, აქვთ სისხლის ერთი და იგივე ჯგუფი და ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.

ეკო მაღრაძე - Sputnik საქართველო
ჟურნალისტ ეკო მაღრაძეს და მამუკა ღლონტს ტყუპები შეეძინათ – ფოტოები

ერთკვერცხისეულ ანუ იდენტურ ტყუპებს ერთნაირი გემოვნება, ჩვევები მისწრაფებები აქვთ. უპირატესობას ერთსა და იმავე ტანსაცმელს, თმის ვარცხნილობას ანიჭებენ. მოსწონთ ერთი და იგივე წიგნი, სპექტაკლი. იმ შემთხვევაში, თუ მათ დაბადებისთანავე ერთმანეთს დააშორებენ და ცალ-ცალკე გაიზრდებიან, ხშირად ერთსა და იმავე პროფესიას ირჩევენ, ერთი და იმავე დაავადებით და თითქმის ერთდროულად ავადდებიან.

აშშ-ის ქალაქ ტვინსბურში ტყუპების მსოფლიო ფესტივალს ატარებენ, ზოგჯერ იქ დიდი ხნის უნახავი ტყუპები ხვდებიან ერთმანეთს, რომელთა მონაყოლიდან ირკვევა, რომ ისინი თითქმის ერთნაირად ცხოვრობენ.

ყველა ახალი ამბავი
0