თვითმფრინავის ბორტზე, რომელმაც სტამბულში კატასტროფა განიცადა, ქართველები არ იყვნენ

© photo: AFP 2020 / OZAN KOSEავიაკატასტროფა სტამბულში
ავიაკატასტროფა სტამბულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორტზე სულ 183 ადამიანი იმყოფებოდა – 177 მგზავრი, მათ შორის ორი ბავშვი, და ეკიპაჟის ექვსი წევრი. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი უამინდობა გახდა.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. თვითმფრინავში, რომელიც სტამბულის აეროპორტში ავარიულად დაეშვა, საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

სტამბოლის აეროპორტში ხუთ თებერვალს სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა - Sputnik საქართველო
ავიაკატასტროფა სტამბულის აეროპორტში: თვითმფრინავი ნაწილებად დაიშალა – ფოტო

ოთხშაბათს, საღამოს ავიაკომპანია Pegasus-ის თვითმფრინავი, რომელიც იზმირი–სტამბულის რეისს ასრულებდა, საბიჰი გიოქჩენის აეროპორტში დაშვებისას ასაფრენი ბილიკის საზღვრებს გასცდა, დაღმართზე გადავარდა და სამ ნაწილად დაიშალა. ინცინდენტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა კი დაშავდა.

ავიაკომპანია Pegasus-ის თვითმფრინავის ბორტზე სულ 183 ადამიანი იმყოფებოდა – 177 მგზავრი, მათ შორის ორი ბავშვი, და ეკიპაჟის ექვსი წევრი. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი უამინდობა გახდა.

ამ დროისთვის აეროპორტი დაკეტილია, თურქეთის გენერალური პროკურატურა მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0