დიდთოვლობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

გამოწერა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპინა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22-ე კმ მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე შეზღუდვები არ მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0