საქართველოს ეროვნულ არქივს 100 წელი უსრულდება

© photo: Sputnik / Stringerეროვნული არქივი
ეროვნული არქივი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული არქივი საიუბილეო თარიღს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებით - კონფერენციებით, გამოფენებითა და ახალი პროექტებით აღნიშნავს

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. წელს საქართველოს ეროვნულ არქივი 100 წლის იუბილეს იზეიმებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

1920 წლის 23 აპრილს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული კანონით დაარსდა პირველი საარქივო დაწესებულება – რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივი.

ზუბალაშვილების ოჯახური არქივი - Sputnik საქართველო
თბილისში ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივის გამოფენა გაიხსნება

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მომზადდა სპეციალური ლოგო. ამასთან, საქართველოს ეროვნული არქივის ინფორმაციით, საიუბილეო წელთან

ეროვნული არქივის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 24-26 სექტემბერს გაიმართება. ასევე სტუდენტური სამეცნიერო პროექტი პირველი რესპუბლიკის შესახებ და სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა". ამასთან, UNESCO-სთან თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყრება სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის გამართვაც 4-5 ნოემბერს იგეგმება.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება გამოფენები: „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები", „ერეკლე მეორე", „მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტის 100 წლის იუბილე", „წმინდა გიორგი" და სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0