Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი – ჩვენ გვაქვს რესურსი, გავუმკლავდეთ კორონავირუსს

© photo: Government of Georgia / FBეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველო მიიღებს შესაბამის ტესტებს, რომელთა საშუალებით ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირება საქართველოშიც გახდება შესაძლებელი.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რათა გაუმკლავდეს კორონავირუსს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემები ახალ კორონავირუსზე: დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ბოლო მონაცემებით ჩინეთის ტერიტორიაზე ვირუსის შედეგად 361 ადამიანი დაიღუპა. ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ 17,2 ათას ადამიანს გადააჭარბა, 150-მდე დაავადებული ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაფიქსირდა, რომელთაგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა ფილიპინებზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის აფეთქებას საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია უწოდა.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სპეციალურ ბოქსებში ამჟამად საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება, რომლებიც ჩინეთიდან ბოლო პერიოდში დაბრუნდნენ. ერთი მათგანი მოვლენების ეპიცენტრიდან – ქალაქ უჰანიდან ჩამოვიდა. ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე მათ კორონავირუსი არ უფიქსირდებათ, თუმცა საბოლოო პასუხი ცნობილი 4 თებერვალს გახდება. პაციენტების ბიომასალების ნიმუშები ჰოლანდიის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

„უკვე კვირაზე მეტია, ტარდება პრევენციული ღონისძიებები ჩვენს სასაზღვრო ზონებში, სადაც შემოწმებულია ყველა ის მოქალაქე, რომელზეც მიტანილია ეჭვი, როგორც პოტენციურ კორონავირუსის მატარებელზე. ამ პრევენციულმა ღონისძიებებმა გამოიწვია ის, რომ საქართველო დღემდე იმყოფება მწვანე ზონაში... ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს რესურსი, გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპურად მიმდინარე ვირუსი. ამ შემთხვევაში მთავარია, დროულად იყოს აღმოჩენილი დახმარება და მოხდეს პაციენტის დროული სტაციონარიზაცია", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
უხანიდან ანკარაში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარიანა ეზუგბაიას სიტყვებით, დიდი ალბათობით, კლინიკის ბოქსებში მოთავსებულ არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ აქვს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას შემდეგ, რაც ჰოლანდიიდან ანალიზების პასუხები გახდება ცნობილი და მათ არ დაუდასტურდებათ კორონავირუსი, ისინი კლინიკას დატოვებენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისი სიტყვებით, 4 თებერვალს საქართველო მიიღებს შესაბამის ტესტებს, რომელთა საშუალებით ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირიება საქართველოშიც გახდება შესაძლებელი.

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.

ყველა ახალი ამბავი
0