Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბუნების კანონზომიერებებს არღვევს...“ – 83 წლის ნანი ბრეგვაძე შესანიშნავ ფორმაშია

© courtesy of Nani Bregvadze დახვეწილი და გემოვნებიანი ქალბატონი - ნანი ბრეგვაძე
 დახვეწილი და გემოვნებიანი ქალბატონი - ნანი ბრეგვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
83 წლის ვარსკვლავი ასაკს არ მალავს და არც იმას, რომ მისი წლოვანება აღიზიანებს. ცდილობს ხშირად არ გაიმეოროს, თუ რამდენი წლისაა და, მიუხედავად ამისა, განუმეორებლად გამოიყურება.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ლეგენდარული მომღერალი, ყველასთვის ცნობილი ნანი ბრეგვაძე არაჩვეულებრივ ფორმაშია. მომღერალი „მთავარი არხის“ შუადღის გადაცემაში იყო სტუმრად. ამ ასაკშიც კი მომღერალი თავისი გარეგნობითა და სიმღერით საზოგადოების მოხიბვლას კვლავ ახერხებს.

„ბუნების კანონზომიერებებს არღვევს ეს ლეგენდარული ქალი. სხვა ახსნა არა აქვს“, – ვერ დამალა აღფრთოვანება ტელეკომპანიის დირექტორმა ნიკა გვარამიამ და მომღერლის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს თბილისში დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“ შეასრულა. 1959–1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რეროს“ სოლისტი. 1964 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას“ სოლისტია. 1980 წლიდან გამოდის სოლო კონცერტებით.

ნანი ბრეგვაძე ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. ასრულებს როგორც ქართულ, ისე ყოფილ სსრკ ხალხთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სიმღერებს. წარმატებით გამოდის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ყველა ახალი ამბავი
0