ყვარელში საძოვრებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებენ

გამოწერა
აქციის მონაწილეების თქმით, მიწა სოფელს სჭირდება და უკანონოდ გასხვისებულ მიწას არავის დაუთმობენ. მათ სადავო ტერიტორიაზე 24-საათიანი მორიგეობა დააწესეს და ღამე მინდორში გაათიეს

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის მოსახლეობის ნაწილი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საძოვრებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
თავდასხმა გურიაში - უცნობმა პირებმა ერთ-ერთი ფერმერის სახლი დაცხრილეს

აქციის მონაწილეების თქმით, მიწა სოფელს სჭირდება და უკანონოდ გასხვისებულ მიწას არავის დაუთმობენ. მათ სადავო ტერიტორიაზე 24-საათიანი მორიგეობა დააწესეს და ღამე მინდორში გაათიეს.

„ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახები ვართ, მიწა კი სადაც მოსავალი უნდა მოვიყვანოთ, არ არის საკმარისი. ამ ადგილზე მარწყვი დავთესეთ და ახლა უცნობი პირები ჯიპებით მოვიდნენ და ამბობენ, რომ ტერიტორია მათია და ალბათ, ამ მარწყვს გადაგვიხნავენ“, – განაცხადა  აქციის  ერთ-ერთმა მონაწილე ლეილა მაისურაძემ.

აქციის მონაწილეები  დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. მათი ვარაუდით, მიწა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, გავლენიანმა პირებმა ფარულად გადაიფორმეს, თუმცა მისი გამოყენება ვერ შეძლეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0