Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მომღერალი გრძნობებს აღარ მალავს - ლიზა ყენიამ შეყვარებულის ფოტო გამოაქვეყნა

© Photo: Liza Kenia / FBლიზა ყენია
ლიზა ყენია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიზა ყენიას სოციალურ ქსელში შეყვარებულის ფოტოს დადება სთხოვეს. მომღერალმა თაყვანისმცემლებს სურვილი შეუსრულა. ნახეთ ვისი ფოტო გამოაქვეყნა მან

ცოტა ხნის წინ საზოგადოება აქტიურად საუბრობდა იმაზე, რომ ლიზა ყენია და რეპერი „ძვალი“, იგივე აჩი ვანიშვილი ერთად არიან, რადგან ეს უკანასკნელი ბოლო დღეებია ულამაზეს ქართველ მომღერალთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქტიურად აქვეყნებს, კომენტარებში კი მეგობრები და ახლობლები წყვილს ულოცავენ და ბედნიერებას უსურვებენ. წლების წინ „ძვალმა“ მომღერალ მარიამ აბდუშელიშვილის დაზე, სოფიზე იქორწინა. წყვილს ქალიშვილი შეეძინა. თუმცა ისინი მალევე დაშორდნენ.

აღსანიშნავია, რომ ლიზას თაყვანისმცემლების არმია ჰყავს. რამდენიმე ხნის წინ მან ურთიერთობა თბილისელ უსიმპათიურეს ბიჭთან დაიწყო. ერთი წლის წინ ლიზა ყენია და კალათბურთელი გიორგი ბრაგვაძე ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ლიზამ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოქვეყნა წარწერით - LIFE IS REALLY BEAUTIFUL WITHOUT YOU („ცხოვრება ნამდვილად ლამაზია შენ გარეშე“).

ლიზა ხშირად დებდა შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, ახლა კი მის „ინსტაგრამზე“ გიორგის ყველა ფოტო წაშლილია. უცნობია, რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი. ამ ცნობილი ურთიერთობის დასრულების შემდეგ ლიზა ყენია საზოგადოებაში მარტო ჩნდება. უცნობია, დაკავებულია თუ არა მისი გული, თუმცა თაყვანისმცემლების კითხვას, ჰყავს თუ არა შეყვარებული, ლიზამ Instagram-ის „სთორიში“ საკმაოდ დამაინტრიგებელი ფოტოთი უპასუხა. სავარაუდოდ, სიმართლეს ფარდა უახლოეს მომავალში აეხდება.

ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ლეგენდარული „მზიურის“ ერთ-ერთი ცნობილი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

ყველა ახალი ამბავი
0