Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ამ ადამიანებმა მე მომკლეს. სოფიას დედა წაართვეს, ვწყვეტ ბრძოლას. დედა, ბებო, ბოდიში“

© Photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული ფოტომოდელი ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. მიუხედავად ამისა სოციალურ ქსელში აქტიურობას არ წყვეტს. როგორც ჩანს, მოდელი დეპრესიაშია. მისმა ბოლო სტატუსმა მისი მეგობრები ძალიან ააღელვა

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. სკანდალური მოდელი თამო ვარშალომიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც ჩანს, მოდელი მისი ცხოვრებით დაინტერესებულმა ადამიანებმა ძალიან დაადეპრესიულეს. „რადგან ვარ თავისუფალი მოდელი, ვიღებ ფოტოსესიებს. სამწუხაროდ ყველას, 90%-ის ადამიანების, მეძავი, ამპარტავანი და კიდე ბევრი რამ ვგონივარ. ჭორებმა და ამ ადამიანებმა მე მომკლეს. სოფიას დედა წართვეს, მე - ცხოვრება. მადლობა თქვენ, რომ ასეთი კარგები ხართ ჩემი სახელის ცუდად გამოყენებით. ცხოვრება წამართვით. აქ ვწყვეტ ბრძოლას! ჩემო მეგობრებო დედა, ბებო, ბოდიშით რომ სუსტი ავღმოჩნდი. ერთადერთია, რითიც სიმართლე დამტკიცდება!“ - წერს თამო ვარშალომიძე.

ქართველი ფოტომოდელი საკმაოდ თამამი ფოტოსესიებით გამოირჩევა. ქალაქში ჭორები ვრცელდებოდა, თითქოს თამომ უკრაინულ PLAYBOY-სთან კონტრაქტი გააფორმა და ფოტოსესიაზე მიემგზავრება. უკრაინაში არაერთხელ არის ნამყოფი, მაგრამ ჭორი ჭორადვე დარჩა. თამო არავინ მიიწვია. მედავითნემ და ეკლესიურმა გოგონამ ერთ დღეში მთელი თბილისი აალაპარაკა. მშობლებთან დაძაბული ურთიერთობა, ეკლესიიდან წამოსვლა, სიუციდის მცდელობები, ეროტიკული ფოტოსესიები, ბიზნესმენთან ნიშნობა, ცოლიანი მამაკაცისგან შვილის გაჩენა, უკანალის ოპერაცია და დაზღვევა - ამ თემების ხსენებაზე ადამიანებს სწორედ თამო ახსენდებათ, რადგან მის გარშემო სკანდალები არ წყდება, თავად მოდელი კი, ჭორების გავრცელებას ხელს უწყობს.

თამო ვაშალომიძის ცხოვრებაში უეცრად მოსული პოპულარობა დიდ ძალისხმევას და შრომას არ უკავშირდება. საზოგადოების ასეთი აზრის მიუხედავად, ფოტომოდელი ბევრს ვარჯიშობს, დღითი დღე იხვეწება და წარმატების ახალ გზებს იკვლევს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საინტერესო ფოტოების გამოქვეყნებას თავს არიდებს, მის გვერდზე თაყვანისმცემლების აქტიურობა არ ნელდება. ამჯერად, ოფიციალური გვერდის ე.წ „სთორიზე“ სურათი გამოაქვეყნა, რომელიც დიდ ყურადღებას იქცევს. სატელევიზიო სახემ გრიმსა და მაკიაჟზე უარი თქვა და მოკლე ვიდეო მანქანიდან, მოგვიანებით კი სახლიდან გამოაქვეყნა. აშკარაა, რომ თამო ჯერ კიდევ ისვენებს მორიგი ჭორ-მართალისა და სკანდალების ტალღისგან.

სკანდალური თამო ვაშალომიძე ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, მაგრამ ულამაზესი ქალიშვილი საზოგადოებისთვის უცნობი, როგორც თავად ამბობს, დაოჯახებული მამაკაცისგან ჰყავს. ფოტომოდელის პირად ურთიერთობებზე ყველა საუბრობს. საკმარისია თამო მამაკაცთან ერთად გამოჩნდეს, სოციალურ ქსელში ბუმი იწყება. თუმცა, უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ის ერთადერთ ქალიშვილთან ერთად გამოქვეყნებულ სურათებს უფრო აქტიურად აქვეყნებს. გაზიარებული პოსტების შემდეგ, ამ ერთმა „სთორიმ“ თითქოს ყველაფერი გარდაქმნა. თამო უმაკიაჟოდ ბევრად მიმზიდველად გამოიყურება. თავად შეაფასეთ პოპულარული ფოტომოდელის ბუნებრივი სახე.

ყველა ახალი ამბავი
0