ვითარება გზებზე: საქართველოს მასშტაბით ტრანსპორტისთვის გზებზე აკრძალვები დაწესდა

© photo: Sputnikგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. თოვის და ლიპყინულის გამო,  საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 138–158-ე კმ (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ძლიერი თოვა მაღალმთიან აჭარაში: ხულოს გზები და სოფლები თოვლმა დაფარა - Sputnik საქართველო
ძლიერი თოვა მაღალმთიან აჭარაში: ხულოს გზები და სოფლები თოვლმა დაფარა

იგივე შეზღუდვა დაწესდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-60-ე კმ (გომი-ჭიათურა) მონაკვეთზე.

ორივე გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარდა ამისა, გუშინ საქართველოს მასშტაბით დიდთოვლობის გამო შეზღუდვები სხვადასხვა გზებზე დაწესდა. კერძოდ, ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე და ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზის 4-28-ე კმ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ნაქერალას უღელტეხილზე, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის 75-126-ე კმ მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე, ხოლო ფარავნის უღელტეხილზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა არის დაშვებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0