Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შენ ხარ თავისუფლების სიმბოლო...“ - ლალი მოროშკინა თოვლში პენუარით პოზირებს - ფოტოები

© Photo: Lali Moroshkina / FBლალი მოროშკინა
ლალი მოროშკინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტმა 2016 წელს საქართველოც დატოვა და გაურკვეველი ვადით საცხოვრებლად რუსეთში გაემგზავრა, თუმცა როგორც ჩანს, უცხო ქვეყანაში დიდხანს ვერ გაძლო და ამჟამად საქართველოში კერძო ბიზნესითაა დაკავებული

სხვადასხვა დროს ტელერადიოდეპარტამენტის საინფორმაციო პროგრამის წამყვანი, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან ურთიერთობის ცენტრის საინფორმაციო განყოფილების უფროსი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი საქართველო“ ხელმძღვანელი - ლალი მოროშკინა საზოგადოებას არაერთი სკანდალური განცხადებით ახსოვს. ცოტა ხნის წინ ლალიმ „ინსტაგრამზე“ ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც თოვლში პენუარით პოზირებს.

წლების წინ საზოგადოებას კარგად ახსოვს ნანუკა ჟორჟოლიანის სტუდიაში დატრიალებული ამბავი, რომლის შემდეგ, მოროშკინას 15 დღე საპატიმროში ყოფნაც კი მოუწია. შემდეგ იყო მისი სკანდალური განცხადება დიზაინერ ბიჭოლა თეთრაძესთან დაკავშირებით. ლალი მოროშკინამ რადიო „პალიტრის“ თოქ-შოუ „პროვოკატორის“ პირდაპირ ეთერში დარეკა და განაცხადა, რომ მის ვაჟს ერთ-ერთ ღამის კლუბში დიზაინერმა ორალური სექსი ღიად შესთავაზა.

ჟურნალისტმა 2016 წელს საქართველოც დატოვა და გაურკვეველი ვადით საცხოვრებლად რუსეთში გაემგზავრა, თუმცა როგორც ჩანს, უცხო ქვეყანაში დიდხანს ვერ გაძლო და ამჟამად საქართველოში კერძო ბიზნესითაა დაკავებული. ამჟამად ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი სიღნაღში ორი სასტუმროს (Sighnaghi Art Hotel და Villa Provance) მფლობელია, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით უცხოელ ტურისტებში სარგებლობს და ხშირად აწყობს მეგობრებისთვის წვეულებებს. ლალი მოროშკინას ყოველდღიური ცხოვრება გარეცხილი თეთრეულის ფუთებით, საკვები პროდუქტებითა და სამშენებლო მასალით სიარული გახდა მას შემდეგ, რაც ბიზნესს შეეჭიდა. ახალმა საქმემ მის ცხოვრებაშიც სიახლეები მოიტანა, ბევრი რამ გადააფასა, ბევრ რამეს სხვანაირად შეხედა. პირველ რიგში კი, ცვლილებები პირად ურთიერთობებს შეეხო.

თუმცა, როგორც ლალი ინტერვიუებში ამბობს, მის პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება. „სიღნაღში ხან საწნახელით დავბოდიალობ, ხან ქვევრით და ხანაც შეშით, ამიტომ სიღნაღელებმა ელია შემარქვეს. ყველაფერს მარტო ვაკეთებ. ჯერ კიდევ მაშინ, როცა გვერდით მამაკაცები მედგნენ, მინდოდა, ჩემი ბიზნესი მქონოდა. ყველა მეუბნებოდა, რაში გჭირდება, ჩვენ ხომ აქ ვართო. არ ვარ მიჩვეული, სხვას ვუთხრა, თმის დასავარცხნი ან რამის საყიდელი ფული მომეცი-მეთქი. გამოდის, რომ თავმოყვარეობასა და მორჩილებას შორის არჩევანი გავაკეთე“, - ამბობს ლალი.

ყველა ახალი ამბავი
0