„ჯოჯოხეთი ხვდება აქ...“ – ქვიშხეთის ავარიაში დაშავებული ქალის მეგობარი მიმართვას ავრცელებს

CC0 / Pixabay / სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი
სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
26 იანვარს ქვიშხეთში მომხდარი ავარიის დროს ოთხი მგზავრი გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის ერთი მამაკაცი და სამი მცირეწლოვანია, გარდაცვლილები მამა და შვილები იყვნენ.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ქვიშხეთში ავარიისას დაშავებული ქალის, დაღუპული ბავშვების დედის მარიანა ქორიძის მეგობარი სოციალურ ქსელში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით წერს. მისი თქმით, მარიანას გამოჯანმრთელებას მისი ოჯახის ცოცხლად დარჩენილი წევრები ელოდებიან და ძალიან სტკივა გული, როდესაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა მოსაზრებას კითხულობს ამასთან დაკავშირებით.

„მესმის განიცდით, მაგრამ თავი შეიკავეთ ისეთი კომენტარებისგან „რად უნდა სიცოცხლე“, „რად უნდა გადარჩენა“. მესმის, არც თვითონ მოუნდებოდა. მეც ბევრჯერ წამომცდა მსგავსი სიტყვები, რადგან ჯოჯოხეთი ხვდება აქ და მებრალება. ვიცი თქვენც ამიტომ წერთ, არ გიბრაზდებით, მაგრამ მარის ჰყავს გაუბედურებული დედა და მამა, და, რომელიც ელოდება. ბაქარის დედა, რომელსაც მხოლოდ მარიანა დარჩა იმედად და ებღაუჭება მის სიცოცხლეს“, – წერს ქალი და საზოგადოებას სთხოვს, მისთვის ილოცონ.

26 იანვარს ქვიშხეთში მომხდარი ავარიის დროს ახალგაზრდა მამაკაცი და მისი სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპნენ. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 33 წლის ბა­ქარ ბან­ძე­ლა­ძე და მისი სამი შვი­ლი – ორი ბიჭი და ერთი გო­გო­ნა. ბან­ძე­ლა­ძის მე­უღ­ლე, ბავშვების დედა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მართვით სუნთქვაზეა და რეანიმაციაში იმყოფება.

ბან­ძე­ლა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ქუ­თა­ი­სი­და­ნაა. ბა­ქარ ბან­ძე­ლა­ძე წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და. იმ დღეს ქა­ლიშ­ვი­ლის დაბადების დღე იყო, რო­მე­ლიც ბა­კუ­რი­ან­ში აღ­ნიშ­ნეს. სა­ზა­რე­ლი ავა­რია სწო­რედ იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ბან­ძე­ლა­ძე­ე­ბი იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. შსს-ს ცნო­ბით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

ყველა ახალი ამბავი
0