Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სექს-სიმბოლოს ქალიშვილის რადიკალური გარდასახვა – როგორ გამოიყურებოდა ევა ბავშვობაში

© Facebook / Shorena Begashviliევა ბარბაქაძე
ევა ბარბაქაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევა ბარბაქაძეს ვერ იცნობთ. ყველაზე ხმაურიანი ქართველი მსახიობის ქალიშვილის გარდასახვა გაოცებას იწვევს. როგორ გამოიყურებოდა თინეიჯერი წლების წინ? ევას მომხიბლავი გარეგნული სხვაობა ძველ ფოტოებსა და ახალში...

ბავშვობიდან კამერებს, სცენას, დუბლებსა და როლებსაა შეჩვეული, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარება დედის საქმიანობისგან რადიკალურად განსხვავებულ ფაკულტეტზე გადაწყვიტა. წლების წინ შორენა ბეგაშვილმა ქმართან დაშორების შემდეგ პატარა ქალიშვილთან ერთად რუსთავიდან თბილისში გადმოინაცვლა. იხსენებს, რომ პირველ ქმართან დაშორების შემდეგ რუსთავში ქირით ცხოვრობდა და ევასთან ერთად დამოუკიდებლად ცხოვრებას სწავლობდა. სამსახიობო კარიერასთან დაკავშირების შემდეგ ევას სექსუალური დედის არც ერთი გადაღება არ გამოუტოვებია. მიუხედავად ამისა, ულამაზესმა გოგონამ მომავალი ფსიქოლოგიას დაუკავშირა და წელს სტუდენტი გახდა.

საზოგადოების მხრიდან ევა და შორენა ყურადღებით არიან განებივრებული. ევა აბიტურიენტობის პერიოდში ვირტუალურ სივრცეს მოწყდა. ახლა სოციალური ქსელი დაიბრუნა და მას სულ რამდენიმე დღეში 12 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს. პოპულარული მსახიობის პოპულარულ ქალიშვილს კომპლიმენტებით არტისტ დედაზე არანაკლებ ავსებენ. აღსანიშნავია, რომ ევას ბუნებრივი სილამაზე დიდ ემოციებს იწვევს. აშკარაა, რომ სელებრითის ქალიშვილი მინიმალურ მაკიაჟს იყენებს და საუცხოოდ გამოიყურება. შორენა ბეგაშვილის თქმით, ის და ევა ერთად იზრდებოდნენ.

View this post on Instagram

🦩

A post shared by eva barbaqadze (@_evvabarbaqadze_) on

რუსთავში გაზრდილი გოგონა წარმატებისკენ დიდი ნაბიჯებით მიდიოდა მრავალი სირთულის მიუხედავად. შორენა ხშირად იხსენებს, რომ სკოლაში გაკვეთილებს ორი სამსახურის გამო აცდენდა. დაბრკოლებებმა სექს-სიმბოლოდ ქცეული მსახიობი არ შეაშინა. პრობლემებმა შორენას სხვა ცხოვრება დაანახა. ცნობილია, რომ შორენას და ევას განსაკუთრებული დედაშვილობა აკავშირებთ. ევას ტრაგიკულმა ისტორიამ მთელი საქართველო შეძრა, რის გამო შორენას ქონების დიდი ნაწილის გაყიდვა მოუწია. ულამაზესმა ევამ ხერხემალზე 17 ოპერაცია გადაიტანა. მის შემთხვევას თურქმა ექიმებმა, რომლებმაც ის ფეხზე დიდი ძალისხმევის შედეგად დააყენეს, სასწაული უწოდეს.

ევა ბავშვობიდან სკანდალურ დედასთან ერთად გამორჩეულ ფოტოსესიებში მონაწილეობდა. გოგონა რამდენიმე ბრენდის სახე იყო, მათ შორის თურქული კლინიკის, რომელშიც ევას ხერხემალზე სარისკო ოპერაციები ჩაუტარეს. რეაბილიტაციის შემდეგ შოუ-ზისნესის ერთ-ერთი გამორჩეული სახის ქალიშვილი თავს კარგად გრძნობს და შეუდარებლად გამოიყურება.

ყველა ახალი ამბავი
0