ზუგდიდი – საქართველოს ყველაზე სუფთა ქალაქი

© Sputnik / STRINGERზუგდიდი
ზუგდიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის შედეგებით, როგორც ყველაზე სუფთა ქალაქის, ისე სოფლის ტიტული დასავლეთ საქართველოს რეგიონმა სამეგრელომ მოიპოვა.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. კონკურსი „სუფთა ქალაქი, სუფთა რეგიონის" შედეგებით, ზუგდიდი საქართველოში ყველაზე სუფთა ქალაქია, ნათქვამია ზუგდიდის მერიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ჰეიდარ ალიევის სკვერი აბანოთუბანში - Sputnik საქართველო
კალაძე: თბილისი ყველაზე სუფთა ქალაქი უნდა იყოს

საქართველოს ყველაზე სუფთა სოფლად კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ორსანტია დასახელდა. კონკურსი „სუფთა ქალაქი, სუფთა რეგიონი" მეოთხედ გაიმართა.

ნომინაციის 2019 წლის გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათთვის მიწოდებული ვიდეომასალებისა და ფოტოების მეშვეობით გამოავლინეს.

კონკურსი ჩატარდა პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი", "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო", საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0