თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. კონკურსი „სუფთა ქალაქი, სუფთა რეგიონის" შედეგებით, ზუგდიდი საქართველოში ყველაზე სუფთა ქალაქია, ნათქვამია ზუგდიდის მერიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ყველაზე სუფთა სოფლად კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ორსანტია დასახელდა. კონკურსი „სუფთა ქალაქი, სუფთა რეგიონი" მეოთხედ გაიმართა.
ნომინაციის 2019 წლის გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათთვის მიწოდებული ვიდეომასალებისა და ფოტოების მეშვეობით გამოავლინეს.
კონკურსი ჩატარდა პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი", "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო", საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.