Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ცოტნე ივანიშვილმა გარდაცვლილი კობი ბრაიანტის ხსოვნას ნახატი მიუძღვნა

© courtesy of BERAცოტნე და ბერა ივანიშვილები
ცოტნე და ბერა ივანიშვილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნახატზე შორს მიმავალი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი მუქ ტონებში არიან გამოსახული, კალათბურთელს კი ხელში ბურთი უჭირავს.

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის უმცროსმა ვაჟმა ცოტნემ ამერიკული კალათბურთის ლეგენდის, გარდაცვლილი კობი ბრაიანტის ხსოვნის ნიშნად მისი ნახატი დახატა.

ცოტნე ივანიშვილმა თავის Instagram-გვერდზე ატვირთა ნახატის ფოტო, რომელზეც კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიანა არიან გამოსახული. ისინი და კიდევ შვიდი ადამიანი 26 იანვარს ლოს-ანჯელესთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

A post shared by Tsotne (@tsotnepaints) on

ამ ამბავმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო და ცოტნემაც თავისი სამძიმარი ამგვარად გამოხატა. ნახატზე შორს მიმავალი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი მუქ ტონებში არიან გამოსახული, კალათბურთელს ხელში ბურთი უჭირავს. ნახატის ორივე მხარეს ცოტნემ ორი ანთებული სანთელი დახატა.

კობი ბრაიანტი უკრავს - Sputnik საქართველო
კობი ბრაიანტმა პიანინოზე დაკვრა ისწავლა, რათა მუსიკა მეუღლისთვის მიეძღვნა – ემოციური ვიდეო

თავის Instagram-გვერდზე ცოტნე ხშირად აქვეყნებს თავის ნახატებს, რომლებიც ყოველთვის ერთმანეთისგან განსხვავდება. 13 წლის ცოტნეს უყვარს პეიზაჟების, ცხოველების, ნატურმორტების და აბსტრაქტული ნახატების ხატვა. მომხმარებლები უმეტესწილად დადებითად აფასებენ მოზარდის ხატვის ნიჭს. მისი ხელმომწერების რაოდენობა სწრაფად იზრდება და მას 84 ათასზე მეტი ადამიანი აკვირდება.

ერთ-ერთი თავისი ნახატი, რომელზეც ხიდზე მდგარი შეყვარებული წყვილია გამოსახული, ცოტნემ თავის ძმას ბერას და მის მეუღლეს ნანუკა გუდავაძეს ქორწილში აჩუქა.

ცოტნე საუკეთესო მეგობრად სწორედ ბერას მიიჩნევს, მასთან ერთად ატარებს თავისუფალ დროს – ძმები ერთად ვარჯიშობენ სპორტდარბაზში, უყურებენ ფილმებს, ხშირად ერთნაირი ტანსაცმელი აცვიათ და ფოტოსესიებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ბერა ცოტნეს თავის მუსიკალურ კლიპებში იღებს.

ივანიშვილების ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსს ნიჭიერს უწოდებენ და მას ამ საქმეში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ყველა ახალი ამბავი
0