Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნოე სულაბერიძეს და ჯანეტ ქერდიყოშვილს გოგონა შეეძინათ – პროდიუსერი ფოტოს აქვეყნებს

© Photo: Janet Kerdikoshvili / FBნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მოდელი უფრო მეტად ცნობილი ნოე სულაბერიძესთან დაქორწინების შემდეგ გახდა. პროდიუსერის მესამე ცოლი დიდ ინტერესს იწვევს.

ნოე სულაბერიძის და ჯანეტ ქერდიყოშვილის წყვილის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა – ჯანეტ ქერდიყოშვილმა გუშინ პატარა გოგონა გააჩინა. „მის საქართველომ“ ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა. პატარა, რომლის სახელიც ჯერჯერობით უცნობია, 3400 გრამი და 51 სმ დაიბადა. ჯანეტმა პირველი შვილის სურათი „ინსტაგრამის“ გვერდზე უკვე გამოაქვეყნა. ახალშობილის ფოტო გამოაქვეყნა ნოე სულაბერიძემაც.

ცნობილი პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით გამოირჩევა. ნიჭიერმა და საინტერესო პროდიუსერმა რამდენიმე თვის წინ ყველასთვის მოულოდნელად მესამე ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული სკანდალური განცხადებებით გამოირჩეოდა. ამ ახალ წყვილზე თბილისში ყველა საუბრობს. ნოე სულაბერიძის მორიგი დაოჯახება მეგობრებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. ახლად დაქორწინებულების ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა.

საქმიანი და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ნოე და ჯანეტი დროს ერთად ხშირად ატარებენ. ჯანეტი „პრაიმ შოუს“ გადაღებებს აქტიურად ესწრება. მიუხედავად იმისა, რომ ნოეს მექალთანე მამაკაცად მიიჩნევენ და მისი ყოფილი ოჯახები არც ისე მყარი გამოდგა, ჯანეტთან ურთიერთობამ ნოე შეცვალა.

ბევრი თაყვანისმცემელი მათ გარეგნულ მსგავსებას ამჩნევს და აღნიშნავენ, რომ ნოე და ჯანეტი და-ძმას უფრო ჰგვანან, ვიდრე ცოლ-ქმარს. ჯანეტის ფეხმძიმობა დიდი განხილვის საგანი გახდა. მომხმარებლები კამათობდნენ – გოგო ეყოლებოდა თუ ბიჭი ვარსკვლავურ წყვილს. „პრაიმ შოუში“ წყვილმა ერთად გაიგო, ვის ელოდებოდნენ ისინი.

ყველა ახალი ამბავი
0