Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი არეშიძემ ცხვირზე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა? - დიზაინერის რადიკალური გარდასახვა

© courtesy of Anouki Areshidzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი და წარმატებული დიზაინერი ანუკი არეშიძე ექსპერიმენტებს არ უშინდება. მისი განუყოფელი ნაწილია- ვარდისფერი თმა, თავის მოვლის სხვადასხვა პროცედურები, იმიჯის მუდმივი ცვლა. მოდელის პატარა ცხვირმა მაღალი დაინტერესება გამოიწვია

სუპერ-მოდური, თვალშისაცემი და დახვეწილი დიზაინერი მოდის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ანუკის ძველი იმიჯი ახლისგან რადიკალურად განსხვავდება. ამას დიზაინერის ახალი სურათებიც მოწმობს, თუმცა 4 შვილის დედა ძველი სურათების გამოქვეყნებას არ უშინდება.

ქართველი წარმატებული დიზაინერი ნებისმიერი გემოვნების ქალბატონებისთვის დახვეწილ კაბებს, ფეხსაცმელს და ახლა უკვე აქსესუარებსაც ჰქმნის. ხელით შესრულებული სამოსი მილანსა და პარიზის მოდის სახლებში იგზავნება და იყიდება. ანუკის მუზა და მოტივატორი, როგორც თავად აღნიშნა, მისი ვაჟები არიან. ამის შესახებ მან თავად დაწერა და საკუთარი ხაზის ჩვენება ვაჟებთან ერთად დახურა.

უკანასკნელმა სურათმა მოდის ბლოგერები გააკვირვა, რადგან სხვა ფოტოებთან შედარებით "სთორიზე" გამოქვეყნებულ კადრზე ანუკის სახეზე რადიკალური ცვლილებაა შესამჩნევი. მის ბუნებრივ სილამაზეში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა პროფილში გადაღებულმა სურათმა ბევრი ეჭვი გააჩინა. ნახეთ, Instagram- ზე გამოქვეყნებული ტრენდული სურათი.

21- ე საუკუნეში პლასტიკური ოპერაცია აღარავის უკვირს, მით უმეტეს როდესაც ქირურგიული ჩარევით ცნობადი სახეები სარგებლობენ. უცნობია, ანუკიმ საკუთარ სახეზე ნამდვილად გაიკეთა თუ არა კოსმეტოლოგიური ან პლასტიკური ჩარევა, მაგრამ ცვლილება ერთი შეხედვითაც შესამჩნევია.

ყველა ახალი ამბავი
0