Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ქორწილი არ გექნება?“ - რა მიზეზით გადადო ნანუკა გოგიჩაიშვილმა გრანდიოზული ქორწილი?

© photo: Nanuka Gogichaishvili / FBნანუკა გოგიჩაიშვილი
ნანუკა გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი ბიზნესმენ ნიკა ნაყოფიასთან ურთიერთობას რამდენიმე ხნის მანძილზე საგულდაგულოდ მალავდა. ახლა კი, საჯაროდ გაამხილა რა მიზეზით არ აქვს ქორწილი. ნახეთ მოდელის მოულოდნელი აღიარება.

ნანუკა გოგიჩაიშვილისთვის ნიკა ნაყოფიას მიერ ხელის თხოვნა მოულოდნელი არ იყო. საზოგადოებამ ნანუკა გოგიჩაიშვილის ცხოვრებით დაინტერესებული მისი ნიშნობა არ გამოტოვა. მოდელი და ხელოვანი Instagram- ის საკუთარ გვერდზე ბევრ დეტალს აზიარებდა. ახლა კი, თაყვანისმცემლებისა და „ფოლოვერების“ კითხვებს გულახდილად უპასუხა. ნახეთ რას წერს წარმატებული მოდელი სამომავლოდ დაგეგმილ ქორწილზე. პასუხი ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა.

დაინტერესებული თაყვანისმცემლის დასმულ კითხვაზე თუ როდის ექნება ნანუკას ქორწილი ან გადაიხდის თუ არა, მოდელი ასეთი პასუხით შემოიფარგლა- „კი, თუ ოცნების კაბა ვნახე“. გემოვნებიანი მოდელისგან ამ პასუხს არავინ ელოდა და ბევრი ფიქრობს, რომ წყვილმა გრანდიოზული ქორწილი დაგეგმა, თუმცა ასე არ მოხდა.

ამ პასუხით დაინტრიგებულმა „ფოლოვერებმა“ არ დააყოვნეს და ნანუკას ჰკითხეს: „დაახლოებით როგორია თქვენი ოცნების საქორწილო კაბა?“ აშკარაა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი დიდ ქაოსსა და გაუგებრობაშია, ვინაიდან კაბას ვერ ირჩევს, მაგრამ ქორწილის გადახდა ბიზნესმენ ქმარს და მას ძალიან სურთ. აღნიშნულ უკანასკელ კითხვაზე ნანუკა წერს: „ვერ გეტყვით, რომელიმეზე გავგიჟებულვიყავი დიდად არ მახსენდება“.

დები გოგიჩაიშვილები ქართულ შოუ-ბიზნესში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ქალიშვილები თავადაც ძალიან წარმატებულები არიან. ორივე მოდელს უმაღლესი განათლება სხვადასხვა სფეროში აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ ნანუკას მხატვრის ნიჭი აღმოაჩნდა და მოდელმა ცოტა ხნის წინ შეუდარებელი ნახატები გამოფინა.

ყველა ახალი ამბავი
0