მომავალ მილიონერზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი: ლატარიის კომპანია ინფორმაციას ასაჯაროებს

გამოწერა
21 იანვარს „ლოტო 6/42“-ის 193-ე გათამაშებაში ყველაზე იღბლიანმა ადამიანმა 1 182 454 ლარი მოიგო, „ეროვნული ლატარია“ მას ამ დრომდე ელოდება.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ლოტოს ბილეთი, რომლის მფლობელმაც 1 182 454 ლარი მოიგო და რომელსაც „საქართველოს ლატარიის კომპანია“ ამ დრომდე ეძებს, სავარაუდოდ, ბათუმელია, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლატარეა EuroMillions - Sputnik საქართველო
იძებნება მილიონერი! – პირს, რომელმაც ჯეკპოტი მოიგო, ვერ პოულობენ

„ვაზუსტებთ, რომ ჯეკპოტის მომგები ბილეთი, რომლის მოგებამაც შეადგინა 1 182 454 ლარი, გაიყიდა 18 იანვარს აჭარის რეგიონში, ბათუმში 13:31 საათზე. უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც მითითებულ დროს ბათუმში გაქვთ შეძენილი „ლოტო 6/42“-ის ბილეთი და არ მიგიდევნებიათ თვალი გათამაშებისთვის, არ გადაგიმოწმებიათ ციფრები საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებ-გვერდზე, დაგვიკავშირდით 032 2 00 77 00. შეგახსენებთ რომ „ლოტო 6/42"-ის 21 იანვრის გათამაშებაში მოგებული ციფრებია: 17; 24; 25; 29; 33; 36“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ლატარიის კომპანია“ საზოგადოებას მიმართავს და ჯეკპოტის მფლობელის ძებნაში დახმარებას ითხოვს.

„ლოტო 6/42“-ის 193-ე გათამაშებაში 21 იანვარს ყველაზე იღბლიანმა ადამიანმა 1 182 454 ლარი მოიგო და „ეროვნული ლატარია“ მას ამ დრომდე ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0