საქართველოს გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გამოწერა
ამ დროისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის ყველა სახეობისთვის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა აღდგა და ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება თავისუფალია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე და გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 15-40 კილომეტრზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების მოძრაობა აღდგენილია.

ამ დროისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის ყველა სახეობისთვის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0