Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნუცა ბუზალაძე მოშიშვლებული ტანით ჰოლივუდში პოზირებს – მომღერლის გლამურული ფოტოები

© Photo: Nutsa Buzaladze / FBნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანგრძლივი ფრენის შემდეგ ნუცა ბუზალაძემ ნატვრა აიხდინა და ამერიკაში საოცარი მოგზაურობით ტკბება. მომღერალმა ჰოლივუდის გადასაღებ მოედნებზე შეიჭყიტა და "სთორები" გადაიღო. ულამაზესი სურათები ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

ნიჭიერი, თამამი და პოზიტიური მომღერალი დიდ ყურადღებას იქცევს. ნუცა ბუზალაძე ცხოვრებას სხვადასხვა ქვეყნის მონახულებით იმრავალფეროვნებს. თურქეთი, საფრანგეთი, იტალია და ძვირადღირებული კუნძული ბალიც კი ნუცასთვის მიუწვდომელი არ არის. ამჯერად შეუდარებელმა შემსრულებელმა უამრავი ადამიანის სანატრელი ოცნება აიხდინა და რამდენიმე დღის წინ ამერიკაში ჩაფრინდა. აღფრთოვანებული მომღერალი მოგზაურობის შეუდარებელ სურათებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, ნუცა მეგობრებთან გაემგზავრა.

ნუცა პიკანტური კადრების გამოქვეყნებას კუნძულ ბალიზე დასვენების შემდეგ არ წყვეტს. მის ოფიციალურ გვერდს მიმდევრების რაოდენობა დღითი დღე ემატება. ნუცას 121 ათასზე მეტი "ფოლოვერი" ჰყავს. ნუცამ ყურადღება ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში მიიპყრო. სცენაზე პოპულარულ ქართველ შემსრულებლებთან ერთად თამამად იდგა და ნამდვილი პროფესიონალივით მღეროდა. ახლა კი, დახვეწილმა და კარიერულად გაზრდილმა, ახალი ეტაპი დაიწყო. ნუცა ბუზალაძე კონსერვატორიის სტუდენტია. მან კიდევ ერთი დიდი ხნის ოცნება აიხდინა და სასურველ ფაკულტეტზე ჩააბარა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. მომღერალმა საკუთარი აღნაგობის შეცვლა ინტენსიურად დაიწყო. სურათების კომენტარებში თაყვანისმცემლები ღელავდნენ, ხომ არ აქვს ახალგაზრდა არტისტს ანორექსია. მალე ნუცამ ყველას უპასუხა და აღნიშნა, რომ გახდომის მიზეზი აქტიური ვარჯიში და სწორი კვებაა. ამის შემდეგ ვნებათაღელვა დაცხრა. ბევრი ახალგაზრდა, განსაკუთრებით, ნუცას ფანები ტენდენციას აჰყვნენ და ვარჯიში დაიწყეს. როგორც ჩანს, თამამი გოგონა ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევა და დასახულ მიზნამდე შემართებით მიდის. ამერიკაში მოგზაურობა არც ისე მარტივია. 22 წლის არტისტმა ახალი წელი ახალი გამოწვევებითა და ენერგიით დაიწყო. ვნახოთ, რომელ მორიგ საოცარ ქვეყანას მოინახულებს ნუცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0