„შარვლის ქვეშ პიჟამო ვის გცმიათ?“ – ვახო სანაია კლინიკაში მოხვდა

© Photo: Vakho Sanaia / FBვახო სანაია
ვახო სანაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტი ვახო სანაია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ტელეკომპანია „პირველიდან“ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს, რატომ ვერ შეძლო გადაცემის წაყვანა ტელეკომპანია „პირველზე“. მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ მისცა ამის საშუალება, თუმცა უფრო საინტერესო თვითონ ტელეკომპანიაში მოხდა.

ჟურნალისტის თქმით, შეუძლოდ ჯერ კიდევ სახლში გახდა, ამიტომ გადაწყვიტა სამსახურში პიჟამით წასულიყო და ზემოდან ტანსაცმელი ჩაეცვა, რითიც თანამშრომლების გაკვირვება გამოიწვია.

„ერთი დეტალიც – ახლა აქედან სასწრაფოს მანქანამდე საკაცით უნდა წაგიყვანოთო. აი მანდ უკვე წამოვხტი, მე სანამ ცოცხალი ვარ, ამ შენობიდან საკაცით არ გავალ-მეთქი. მერე კიდევ იყო რაღაცები, საავადმყოფოშიც გადამიყვანეს. ახლა კარგად ვარ. გმადლობთ მოკითხისთვის, ყურადღებისთვის. ჰოდა, შეკითხვა – შარვლის ქვეშ პიჟამო ვის გცმიათ? მოვიდა თამუნა ყურაშვილი წაშლილი სახით. და ამათ, ნახე, ნახე, შენს ქმარს ორი შარვალი აცვიაო“, – წერს ვახო.

ვახო სანაია თამუნა ყურაშვილი - Sputnik საქართველო
ვახო სანაიას ახალი პარტნიორისგან ვაჟი შეეძინა - ბიჭუნას უახლესი ფოტო სამშობიაროდან

სულ ცოტა ხნის წინ, დეკემბერში ჟურნალისტ ვახო სანაიას მეოთხე შვილი შეეძინა მესამე ცოლისგან. ჟურნალისტის ყოფილი მეორე მეუღლე ნათია გაბუნიაა, რომლისგან მას ერთი ქალიშვილი – უნა ჰყავს, ხოლო პირველი ცოლისგან, ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძისგან – ორი ქალიშვილი. ვახო სანაიამ მესამე მეუღლე სკანდალების და ხმაურიანი გარჩევების ფონზე შეირთო. მის ოჯახში და მეორე ცოლთან დაძაბული ურთიერთობა ცნობილმა სტომატოლოგმა თამუნა ყურაშვილმა გამოიწვია. გაირკვა, რომ ვახოს მეორე ცოლმა ქმრის ახალი ურთიერთობის და სიყვარულის შესახებ არაფერი იცოდა. მას უცნობმა ადამიანმა სოციალურ ქსელში ვახოს და მისი ახლანდელი სტომატოლოგი შეყვარებულის საერთო ფოტო გაუგზავნა.

ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სანაიას მეუღლე, სტომატოლოგი თამარ ყურაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.

ყველა ახალი ამბავი
0