„სამი დღის წინ ვერ წარმოვიდგენდი...“ – პატარა ალექსის მამის ემოციური პოსტი

© Pixabay / CimabueМаленький ребенок
Маленький ребенок - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი წლის ალექსს ცოტა ხნის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა, რისთვისაც აუცილებელია სასწრაფო მკურნალობა, მკურნალობისთვის კი კოლოსალური თანხებია საჭირო. ბავშვი ამჟამად იაშვილის კლინიკაშია და საჭიროებს სასწრაფოდ გადაყვანას საზღვარგარეთ.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ბექა პატურაშვილი სოციალურ ქსელში შვილთან დაკავშირებით ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

როგორც ცნობილია, ერთი წლის ალექსს ცოტა ხნის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა, რისთვისაც აუცილებელია სასწრაფო მკურნალობა, მკურნალობისთვის კი კოლოსალური თანხებია საჭირო. ბავშვი ამჟამად იაშვილის კლინიკაშია და საჭიროებს სასწრაფოდ გადაყვანას საზღვარგარეთ.

ბექას თქმით, ამ დროისთვის საკმაო თანხაა შეგროვებული მის ანგარიშზე, თუმცა ზუსტი გადაწყვეტილება, სად გააგრძელებს პატარა მკურნალობას, ჯერ მიღებული არ აქვთ.

„შეიძლება ეს იყოს თურქეთი, ან ევროპის რომელიმე ქვეყანა. პირველადი გეგმით, გვჭირდება ქიმიოთერაპიის 6 კურსი. თანმხლები კვლევების და მანიპულაციების ჩათვლით თურქეთის „ლივ ჰოსპიტალმა“ ჯამში ეს ყველაფერი შეაფასა 100 000 დოლარად (ევროპის ქვეყნებში ფასი ბევრად მეტია). კლინიკის შერჩევის შემდეგ გვექნება ზუსტი კალკულაცია და ამაზე შემდეგ ჩაგაყენებთ საქმის კურსში“, – წერს ბექა.

მისი თქმით, საუკეთესო შემთხვევაში არსებობს თეორიული შანსი, რომ ქირურგების ჩარევა არ გახდეს საჭირო. თუ ასე არ მოხდა, შეიძლება მოხდეს სიმსივნური წარმონაქმნების მოკვეთა, ან ღვიძლის გადანერგვა, რაც კიდევ დამატებით დაკავშირებულია ცალკე დიდ თანხებთან. მისი თქმით, სამი დღის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ანგარიშზე ამხელა თანხა შეგროვდებოდა.

ბავშვის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში: GE54BG0000000161812619 (საქართველოს ბანკი); მიმღები ბექა პატურაშვილი (ალექსის მამა).

ყველა ახალი ამბავი
0