Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სად დავიძინო დღეს?..“ – ნახეთ ვის მიმართავს ნინი ბადურაშვილი

© courtesy of Nini Badurashviliნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ სელებრითებს შორის ნინი ბადურაშვილის ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებულია. საზოგადოება ბადურაშვილებისა და კახიანების ოჯახის თითოეულ წევრს კარგად იცნობს. ნინის შოუ-ბიზნესში თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია.

ყველამ კარგად იცის ნინის შესაძლებლობებისა და ნიჭის შესახებ, რომელსაც მომღერალი ყოველი ახალი სიმღერით ამტკიცებს. ცოტამ თუ იცის, რომ შესანიშნავი მუსიკოსი პროფესიით მსახიობია. სწორედ ამიტომ მისთვის არც ისე რთულია რეიტინგული გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანობა. ეკრანული და ბევრისთვის მისაბაძი მომღერალი შეუდარებლად არა მხოლოდ ეკრანებზე გამოიყურება, არამედ ყოველდღიურობაშიც. ნინის სკანდალები არ უყვარს, მიუხედავად ამისა, მის გარშემო კეთილი და ბოროტი ჭორები ვრცელდება. მომღერალი აღნიშნავს, რომ ჭორებზე საუბარს თავს არიდებს, თუმცა ბოლო დროს სოციალურ ქსელში ხმამაღალი განცხადებებისა და ჭორების ჩასაწყნარებლად რამდენიმე განცხადება გაავრცელა.

ნინი ბადურაშვილი ბიზნესმენ მეუღლეს რამდენიმე წლის წინ დაშორდა. ამ სამწუხარო ფაქტის შემდეგ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ჭორების გავრცელება არ ნელდება. ნინის თაყვანისმცემლებსა და მეგობრებს მისი მეორედ დაოჯახება ძალიან სურთ, მაგრამ მომღერალი მეორედ გათხოვებისგან თავს იკავებს. საკმარისია შემსრულებელმა სოციალურ ქსელში მეგობარ მამაკაცთან ერთად ერთი უწყინარი ფოტო გამოაქვეყნოს და მაშინვე ხმაური იწყება. ქორწინებიდან ნინის ქალიშვილი ელენე ჰყავს. ელენე უკვე 6 წლისაა. ბადურაშვილების ოჯახმა გოგონა სკოლაში მიიყვანა. საკმარისია პოპულარულმა მომღერალმა შვილის ახალი ფოტოები გამოაქვეყნოს და ელენეს განხილვა არ წყდება. მიუხედავად საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესისა, ბადურაშვილი ქალიშვილის ფოტოებს არც ისე ხშირად აქვეყნებს.

როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული აქტივობებიდან ირკვევა, ნინი ბადურაშვილი დედასთან ერთად სტამბულში, სავარაუდოდ, საშოპინგოდ იმყოფება. Instagram-ის „სთორიში“ გამოქვეყნებულ ფოტოზე ნინიმ მეგობარი, ასევე მომღერალი ქრისტინე იმედაძე მონიშნა და ჰკითხა, სად დაიძინოს. სავარაუდოდ, მომღერალი მეგობრისგან სტამბულში ღამის გასათევი ადგილის რჩევას ელის.

ყველა ახალი ამბავი
0