Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არ ჰქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი“ – ნახეთ რა სახელი შეურჩიეს მშობლებმა შვილს

© Facebook / Ilia Beroshviliილო ბეროშვილი ანი ბებია
ილო ბეროშვილი ანი ბებია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ილო ბეროშვილის ყოფილი ცოლი, ტელეწამყვანი ნელი აგირბა შვილს ელოდება. აღმოჩნდა, რომ ორსულადაა ილოს საყვარელი ქალი – მსახიობი ანი ბებიაც.

მსახიობები ილო ბეროშვილი და ანი ბებია ჯერჯერობით ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, თუმცა უკვე ცხოვრებაში მთავარ სიახლეს ელოდებიან – ისინი მალე მშობლები გახდებიან. ამის შესახებ ანი ბებიამ ცოტა ხნის წინ ტელეპროექტ „მხოლოდ ქართულში“ განაცხადა, თუმცა პატარას სქესი არ უთქვამს. რაც შეეხება თავად ილო ბეროშვილს, მან ორსულ მეუღლეს პირდაპირ ეთერში მუცელზე აკოცა და მაყურებელთან პირობა დადო, რომ „მხოლოდ ქართულის“ ოცდამესამე სეზონზე მისი შვილი პროექტში მიიღებს მონაწილეობას. ახლა მან სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ დაწერა, რომ ისინი ბიჭს ელოდებიან. როგორც ანი ბებიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, პატარას სახელი მშობლებს უკვე შერჩეული აქვთ. „ბავშვს სახელი დიდი ხნის წინ შევურჩიეთ. არ ჰქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, მას მაინც ამ სახელს დავარქმევდით. ჩემი გადაწყვეტილებით მას დავარქმევთ ჯერის, არაქართული სახელია და მე ძალიან მომწონს“, – განაცხადა ბებიამ.

შვილს ელოდება ასევე ილო ბეროშვილის პირველი ცოლი, ტელეწამყვანი ნელი აგირბა, რომელიც მალე მესამე შვილის დედა გახდება. მას და ილო ბეროშვილს ორი სა­ერ­თო შვი­ლი – სე­სი­ლია და ევა ჰყავთ. ილო ბეროშვილი და ანი ბებია ბოლო პერიოდში ერთად მონაწილეობდნენ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“, თუმცა, რეალური ცხოვრებისგან განსხვავებით, ილო ბეროშვილის გმირს „შაგუს“ ანი ბებიას გმირი „ფარმაცევტი ნინო“ ცალმხრივად უყვარდა და მათი რომანი სერიალში ვერ შედგა. ანი ბებია ილო ბეროშვილთან დაწყვილებამდე საკმაოდ პოპულარული გოგონა იყო. ილო ბე­როშ­ვი­ლი და ანი ბე­ბია თა­ვი­ანთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას კარ­გა ხანი მა­ლავ­დნენ, ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ არ სა­უბ­რობ­დნენ, მაგ­რამ თბი­ლის­ში რა და­ი­მა­ლე­ბა... მათი და­წყვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ხმე­ბი ჯერ კი­დევ მა­შინ გავ­რცელ­და, ვიდ­რე სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ ახალ სე­ზონ­ზე მათ პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის გაჩ­ნდე­ბო­და ინ­ტრი­გა.

ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ილოს და ანის ერ­თობ­ლი­ვი ფოტო გა­მოჩ­ნდა, კო­მენ­ტა­რებ­ში მათ და­ქორ­წი­ნე­ბას ულო­ცავ­დნენ, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ისინი უბრალოდ ერთად ცხოვრობენ და ოფიციალურ ურთიერთობაში არ არიან. „მახ­სოვს, პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას უზ­რდე­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა, რად­გან სტუ­დი­ა­ში რომ შე­ვე­დი, ტე­ლე­ფო­ნით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, ერთი ამომ­ხე­და და ისევ ტე­ლე­ფონ­ში ჩარ­გო თავი. გა­და­ცე­მის შემ­დეგ მომ­წე­რა, მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და სტუმ­რო­ბის­თვის... მე­გობ­რო­ბის სტრა­ტე­გია აირ­ჩია და შემ­დეგ შე­მაყ­ვა­რა თავი... ძა­ლი­ან კარ­გი, მშვი­დი და დაღ­ვი­ნე­ბუ­ლი ეტა­პია ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობთ თავს“, – ამ­ბობს ანი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. მსა­ხი­ო­ბი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნას და თბილ სი­ტყვებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ ერი­დე­ბა.

 

ყველა ახალი ამბავი
0