სკანდალი ვადაგასულ პრეპარატებთან დაკავშირებით – ფარმაცევტული კომპანიის განცხადება

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
Gilead Sciences ვერაფერ საგანგაშოს ვერ ხედავს იმაში, რომ მის მიერ მოწოდებულ მედიკამენტებს ვადა გაუვიდა, და მზადყოფნას გამოთქვამს, მომავალშიც დაუჭიროს მხარი С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას საქართველოში.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ამერიკული კომპანია Gilead Sciences, რომელიც საქართველოს С-ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატებს აწვდის, არ მიიჩნევს, რომ ვადაგასულმა წამლებმა რამენაირად იმოქმედა ელიმინაციის პროგრამის მსვლელობაზე, იუწყება პირველი არხი.

სკანდალი საქართველოში მას შემდეგ აგორდა, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ 560,6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების С-ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატებს ვადა გაუვიდა და ისინი ჩამოწერეს.

С  ჰეპატიტი - Sputnik საქართველო
აუდიტის სამსახური: ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდა

კომპანიაში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში ამგვარი შემთხვევები იშვიათობა არ არის, რადგან ხდება საჭიროზე მეტი წამლის მიწოდება.

„ჩვენ ვიცით, რომ „გილიადის" მიერ საქართველოსთვის გადაცემული წამლების მცირე დოზას, რომელიც ჩვენი მხრიდან ქვეყნისთვის დონაციის გზით გადაცემული მედიკამენტების 5 პროცენტს შეადგენს, ვადა ამოეწურა. ეს არ არის უჩვეულო, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, როგორც წესი, უფრო მეტი მედიკამენტით მარაგდება, ვიდრე საჭიროებს... ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მედიკამენტების ვადის გასვლამ რამე გავლენა იქონია С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე", – ნათქვამია განცხადებაში.

იმნაძე: დაახლოებით 16 ათასმა ადამიანმა უარი განაცხადა С ჰეპატიტის მკურნალობაზე>>

„კომპანია „გილიადი" ამაყობს, რომ აღნიშნულ პროგრამას მხარს უჭერს დაწყებიდანვე, 2015 წლიდან. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ უკვე წარმატებით უმკურნალა 58 000 ადამიანს ჩვენი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მედიკამენტებით", – აღნიშნულია განცხადებაში.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
სკანდალი ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებით – დავით სერგეენკო კითხვებს პასუხობს

ამასთან, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ С-ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამას საქართველოში მომავალშიც აქტიურად დაუჭერენ მხარს.

„გილიადი" აქტიურად აგრძელებს პროგრამის მხარდაჭერას საქართველში. ჩვენ ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ С-ჰეპატიტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის С-ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაგრძელება", – ნათქვამია განცხადებაში.

უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას და აღნიშნა, რომ არ ყოფილა არც დაზარალებული პაციენტი, არც ფინანსური ზარალი. მან განაცხადა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რამე შეფასება გაეკეთებინა და 2016 წლის ფასები აიღო „ვიკიპედიიდან" ან რომელიმე სხვა პორტალიდან. მისი თქმით, ეს პრეპარატი 2018 წელს რვაჯერ უფრო იაფი ღირდა.

ჯანდაცვის სამინისტრო С ჰეპატიტთან ბრძოლის ახალ კამპანიას იწყებს>>

С-ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა საქართველოში 2015 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდის" ურიგებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა" ჩაანაცვლა.

სისხლის ბანკი - Sputnik საქართველო
საქართველოში С-ჰეპატიტისგან დაახლოებით 55 ათასი ადამიანი განიკურნა

საქართველოში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში С-ჰეპატიტზე გამოკვლევა მოსახლეობის 60%-ს აქვს ჩატარებული, 65 ათასი ადამიანი მკურნალობას გადიოდა და გადის, აქედან 58 ათასი განიკურნა და მკურნალობა დაასრულა, დარჩენილთაგან 98,7% კი გამოჯანმრთელების სტადიაშია.

საქართველო დღეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც C-ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოა. C-ჰეპატიტის ელიმინაციის ქართული პროგრამის ანალოგი არსად არ ყოფილა მსოფლიოში.

პროგრამა შეიძლება 2020 წლისთვის დასრულდეს, ამიტომ სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება დროულად ისარგებლონ უფასო მკურნალობით.

საქართველოში C–ჰეპატიტის დიაგნოსტიკა აბსოლუტურად უფასო გახდა>>

2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С-ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0