Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ოქროს ხელი და ოქროს თავი“ – შეფი კონსტანტინე „ჩიკასთან“ ერთად რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Goga Chanadiriანა ჩირაძე და კონსტანტინე თედელური
ანა ჩირაძე და კონსტანტინე თედელური - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობისა და მეგა-პროექტ „მასტერ-შეფის“ ჟიურის წევრის სასიყვარულო ისტორია ცოტა ხნის წინ გახმაურდა. წყვილმა ყველასგან მოულოდნელად ხელი კახეთში მოაწერა.

ანა ჩირაძე და კონსტანტინე თედელური სხვადასხვა პროფესიებში მომუშავე საინტერესო პერსონები არიან. ვიზუალითა და მანერით გამორჩეულები და ამავდროულად მსგავსნი, დიდ ყურადღებას იქცევენ და მაღალი რეიტინგით წამყვან არხებს ფინანსურ მოგებას ჰმატებენ. ანას და კონსტანტინეს თმაც კი ერთნაირად ავანგარდულად აქვთ გაკეთებული სერიალში, რეალითი-შოუსა და რეალურ ცხოვრებაში. ფაქტია, წყვილი ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს.

არაორდინარულები და ამავდროულად უბრალოები დიდი პოპულარობით გამოირჩევიან. მათი რეალური ცხოვრება მათივე პერსონაჟებისგან განსხვავდება. სწორედ ეს უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. ანა ჩირაძისა და კონსტანტინე თედელურის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის რეზიდენციაში დაიწყო და განვითარდა. როგორც მედიასაშულებები იუწყებიან, ანა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, რა დროსაც კონსტანტინე შეფ-მზარეულის რანგში გამოჩნდა. ორივე მათგანი მანამდე დაოჯახებული იყო და შვილებიც ჰყავდათ.

წყვილი ზაფხულის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა. მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ ყოფნამ მათი ურთიერთობა ოფიციალურ ჭრილში გადაიყვანა. ანა ჩირაძემ და კონსტანტინე თედელურმა ხელი კახეთში მოაწერეს. მოულოდნელ გადაწყვეტილებას ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყო ცნობილი ქართველი სცენარისტი და „ჩემი ცოლის დაქალების“ მამოძრავებელი ძალა ქეთი დევდარიანი. მეგობრები ანას და კონსტანტინეს დაწყებულ ახალ ურთიერთობას დიდი სიხარულით შეეგებნენ.

ცოტა ხნის წინ კონსტანტინემ Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც „ჩიკას“ თმა აქვს მოოქროვილი. Golden hands and head – წერს მზარეული. როგორც ჩანს, მეუღლე ანას თავს ყველაზე დიდ განძად მიიჩნევს.

ყველა ახალი ამბავი
0