მხატვარი ლევან სონღულაშვილი ნიკა აგლაძის საქველმოქმედო საღამოში ჩაერთო

© Facebook / photo: Levan Songulashvili Art / FBლევან სონღულაშვილი
ლევან სონღულაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაფერი ეს კი ნიკა აგლაძის მხარდასაჭერად ტარდება, რომელსაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 22 იანვარს დაენიშნა გადაუდებელი ოპერაცია, რომლის ღირებულებაც 70 000 ევროა.

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. ცნობილი ხელოვანი ლევან სონღულაშვილი იმ არტისტებს შეუერთდა, რომლებიც მწერალთა სახლში მასშტაბური საქველმოქმედო აუქციონის გამართვას აპირებენ ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ გამორჩეული მოაზროვნის, ისტორიკოსისა და ლიტერატორის ნიკა აგლაძის დასახმარებლად. აღნიშნულის შესახებ ლევან სონღულაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

18 იანვარს მწერალთა სახლში მასშტაბური აუქციონი და გამოფენა-გაყიდვა იგეგმება, რომელზეც შეძლებთ, იხილოთ და შეიძინოთ 28 ქართველი არტისტის ნამუშევრები, ცნობილი ქართველი მწერლებისა და გამომცემლობების წიგნები, სტარტაპერების ნაწარმი და ა.შ. ყველაფერი ეს კი ნიკა აგლაძის მხარდასაჭერად ტარდება, რომელსაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 22 იანვარს დაენიშნა გადაუდებელი ოპერაცია, რომლის ღირებულებაც 70 000 ევროა.

ეს სწორედ ის ხელოვანები არიან, რომლებიც ქართულ თუ საერთაშორისო სახელოვნებო სფეროში საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ და საინტერესო შემოქმედებით ხასიათდებიან.

მწერალთა სახლი - Sputnik საქართველო
„ნიკასთვის" - მწერალთა სახლი საქველმოქმედო აუქციონს აწყობს

გამოფენა-გაყიდვა 15:00 საათზე დაიწყება, სადაც მსურველს საშუალება ექნება შეიძინოს ცნობილი ქართველი მწერლების მემორიალური ნივთები და ხელნაწერები, თანამედროვე ქართული და თარგმნილი ლიტერატურა, ხელნაკეთი ნივთები, ფოტოები, სუვენირები. 16:30 საათზე დაიწყება აუქციონი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართველი ხელოვანების ნამუშევრები: ელენე ახვლედიანი, თუთუ კილაძე, თინათინ ჩხიკვიშვილი, თამუნა მელიქიშვილი, ლია შველიძე, ნინო ჩაკვეტაძე, ლელა ცუცქირიძე, მაკა ბატიაშვილი, ლევან ჭოღოშვილი, გია ხუციშვილი, ცისია კილაძე, დავით ხიდეშელი, ოლესია თავაძე, ლევან ცუცქირიძე, ნანა ლაღიძე, გიორგი ტაბლიაშვილი, ლევან მეხუზლა, ჯულია სანიკიძე, გიორგი გაგოშიძე, თინა ცხადაძე, ეკა ხუნწარია, თენგიზ მირზაშვილი, ლევან სონღულაშვილი, მიხეილ აბრამიშვილი, ლევან მანჯავიძე. აუქციონსა და გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამოფენა-გაყიდვაზე ნივთების შეძენა შესაძლებელი იქნება ნაღდი ანგარიშსწორებით.

ყველა ახალი ამბავი
0