12:04 15 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6292
  • 100 RUB4.1886
  • USD3.0738
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1961)
11955 0 0

მეგი გოგიტიძე ქობულეთიდანაა. ის სიმღერების ავტორიცაა. 2014 წელს მეგი პროექტის Голос Країни ნახევარფინალისტი გახდა. ის „ბრმა კასტინგზე“ ხუთი თვის ფეხმძიმე გამოვიდა და მწვრთნელის ანი ლორაკის გუნდში მოხვდა.

მომღერალი 30 წლისაა. საზოგადოებას ის სხვადასხვა მუსიკალური პროექტიდან ახსოვს. ბენდში მოღვაწეობა, სიმღერების ჩაწერა აქტიურად 16 წლის ასაკში დაიწყო. თავიდან ბარებში მღეროდა. ალბათ ყველამ იცის მისი ცნობილი სიმღერები „მეტირება ოთახში“, „ნუ გეშინია“, „მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს“. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მეგის ნებისმიერი მუსიკის გაჟღერებისთანავე ყველანაირი ჟანრის მოყვარულ ადამიანს ეფინება სახეზე ღიმილი და გულში სითბო ეღვრება. თუმცა მომღერლის შესახებ არცთუ ისე ბევრი რამეა ცნობილი.

მეგი გოგიტიძე ქობულეთიდანაა. ის სიმღერების ავტორიცაა. 2014 წელს მეგი პროექტის Голос Країни ნახევარფინალისტი გახდა. ის „ბრმა კასტინგზე“ ხუთი თვის ფეხმძიმე გამოვიდა და მწვრთნელის ანი ლორაკის გუნდში მოხვდა. მეგიმ რამდენიმე ტური წარმატებით გაიარა და ნახევარფინალამდე მიაღწია. ხოლო 2016 წელს აღიარეს წლის საუკეთესო მომღერლად პროექტში „მეგა“. მეგი ძირითადად ეთნო–ჯაზისა და ფოლკის მუსიკას ასრულებს. ჰყავს მეუღლე და ორი გოგონა – სიდონია და ბარბარე.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ მომღერალმა წონაში საგრძნობლად დაიკლო და არაჩვეულებრივად გამოიყურება. მისი წონის მკვეთრი ცვლილება ერთი შეხედვითაც შესამჩნევია. 

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1961)

მთავარი თემები