კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობას შობა მიულოცა

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში შობის შემოსვლას ფანჯრებთან ანთებული სანთლებით ეგებებიან. ამით ისინი ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს სიმბოლურად საკუთარ სახლში იწვევენ.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik.  თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა და კეთილდღეობა და მშვიდობა უსურვა. 

სამება - Sputnik საქართველო
საქართველოში დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ

დღეს, 7 იანვარს, მართლმადიდებლური სამყარო იესო ქრისტეს შობას ზეიმობს. სადღესასწაულო ლიტურგია საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში გაიმართა.

 „გილოცავთ შობის დღესასწაულს! გილოცავთ სიკეთის დაბადებას! გილოცავთ ჩვენ გულებში გაჩენილ იმედის სხივს, რომელიც გვავსებს რწმენით და გვაძლევს ძალას, გვჯეროდეს სიყვარულის მარადიულობის! გილოცავთ ყველას, ვის გულშიც უფალი იშვა. მინდა, გისურვოთ კეთილდღეობა და მშვიდობა თქვენ ოჯახებში. მინდა, ვისურვო ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, მეტი სიყვარული ერთმანეთის, მეტი ერთობა და გამთლიანება. შობას გილოცავთ!“, – დაწერა კალაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.

საქართველოში შობის შემოსვლას ფანჯრებთან ანთებული სანთლებით ეგებებიან. ამით ისინი ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს სიმბოლურად საკუთარ სახლში იწვევენ. უკვე რამდენიმე წელია, მოსახლეობა შობის დღესასწაულს სწორედ ასე ხვდება. ტრადიციას საფუძველი ილია მეორემ ჩაუყარა. შობის დღესასწაულზე  სანთლების ფანჯარასთან დანთება მაცხოვრის დაბადების სიმბოლოა.

სამშაბათს 14:00 საათზე ყოველწლიური საშობაო „ალილოს“ მსვლელობა დაიწყება, რომლის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, სამების ტაძრისკენ მიემართებიან.

ალილოს“ისტორია უკვე 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანია ქველმომედება – თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებს ან ფულს გადასცემენ, რაც შემდეგ უპოვართა, ობოლ ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებს, ასევე არასრულწლოვანთა კოლონიებს შორის ნაწილდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0