ამირან გამყრელიძე: საქართველოში გრიპის სეზონი აპრილამდე გაგრძელდება

© photo: Sputnik / Petr Chernov / გადასვლა მედიაბანკშიგრიპი
გრიპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში ამჟამად ძირითადად В ტიპის ვირუსი ცირკულირებს, ავადობის ინტენსიურობა 100 ათას ადამიანზე 312 შემთხვევას შეადგენს

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. საქართველოში გრიპის ვირუსი აპრილამდე გაგრძელდება, მაგრამ ჯერჯერობით სერიოზული საფრთხე არ არსებობს, პირველი არხის ეთერში განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გრიპის გართულებების შემთხვევები საქართველოში ორჯერ შემცირდა >>

„ქვეყანაში დღეს დაახლოებით რვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს აქედან გრიპის ვირუსი არის „ა“ და „ბ“. „ბ“ ტიპის ვირუსი ცირკულირებს დაახლოებით 77% შემთხვევაში, დაახლოებით 11-12%-ში არის „ა“ ტიპის ვირუსი და აქედან H1N1 გახლავთ ამავე პროცენტში. გრიპის სეზონი ქვეყანაში აპრილამდე გრძელდება ამიტომ შესაძლებელია ეს შეფარდება მომავალი სამი თვის განმავლობაში შეიცვალოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში მწვავე რესპირატორული ინფექციების მქონე პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პროცენტი შემცირებულია.

„მწვავე რესპირატორული ინფექციებით შარშან თუ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 40% იყო, წელს ეს მაჩვენებელი 19%-ია. ანუ ეს მიუთითებს, რომ შედარებით კლინიკურად მსუბუქად მიმდინარეობს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

გრიპის ვირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
გრიპი გვიტევს, მაგრამ ეპიდემიის საფრთხე საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკური მონაცემებით, გრიპითა და გრიპის მსგავსი დაავადებების მაჩვენებელმა 100 ათას ადამიანზე 312 ერთეულს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ეს მაჩვენებელი 277-ს შეადგენდა. ეპიდემიად კი მიიჩნევა კონკრეტული ვირუსით დაავადების 450-500 შემთხვევა ყოველ 100 ათას მცხოვრებზე.

2018 წლის დეკემბერსა და 2019 წლის იანვარში საქართველოში H1N1 ტიპის გრიპის ვირუსი - ე.წ ღორის გრიპი იყო მოდებული, რომელმაც 22 ადამიანი იმსხვერპლა.

საქართველოში ბოლო პერიოდში H1N1 ტიპის გრიპის ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში პაციენტებს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ და არც ერთი არ იყო აცრილი გრიპზე.

ყველა ახალი ამბავი
0