75 წელი ერთად: ცოლ-ქმარი ასი წლის წინ ერთ დღეს დაიბადა

© photo : Givi Modebadze / FBჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში მცხოვრები მარო ციცვიძე-მუმლაძე, რომელსაც 1 იანვარს 100 წელი შეუსრულდა
ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში მცხოვრები  მარო ციცვიძე-მუმლაძე, რომელსაც 1 იანვარს 100 წელი შეუსრულდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეუღლეები იმერეთის პატარა სოფელში ცხოვრობენ. მათ ხუთი შვილი, თერთმეტი შვილიშვილი და თხუთმეტი შვილთაშვილი ჰყავთ

თბილისი,  4 იანვარი — Sputnik. ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში მცხოვრები ნოე მუმლაძისა და მარო ციცვიძე-მუმლაძისთვის ეს ახალი წელი განსაკუთრებული იყო - 1 იანვარს მათ 100 წელი შეუსრულდათ.

© photo : Givi Modebadze / FBჭიათურის მერი გივი მოდებაძე ულოცავს ახალ წელს და დაბადების დღეს 100 წლის ნოე მუმლაძეს
75 წელი ერთად: ცოლ-ქმარი ასი წლის წინ ერთ დღეს დაიბადა - Sputnik საქართველო
ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ულოცავს ახალ წელს და დაბადების დღეს 100 წლის ნოე მუმლაძეს

მუნიციპალიტეტის უხუცესებს იუბილე და ქორწინების 75 წლისთავი პირადად მიულოცა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

„იშვიათ და მნიშვნელოვან მოვლენასთან გვაქვს საქმე. ქალბატონი მარო და ბატონი ნოე ერთ დღეს არიან დაბადებულები და ორივეს, თანაცხოვრების 75 წლისთავზე, დღეს შეუსრულდა 100 წელი. მინდა მივულოცო მათ ეს თარიღი, ასევე ახალი წელი და ვუსურვო ჯანმრთელობა და სიხარული თავიანთ დიდ ოჯახთან ერთად. თანაცხოვრების 100 წელიც მოგველოცოს“, - განაცხადა გივი მოდებაძემ და წყვილს საჩუქრები გადასცა.

© photo : Givi Modebadze / FBჭიათურის მერი გივი მოდებაძე ულოცავს ახალ წელს და დაბადების დღეს 100 წლის მარო ციცვიძე-მუმლაძეს
75 წელი ერთად: ცოლ-ქმარი ასი წლის წინ ერთ დღეს დაიბადა - Sputnik საქართველო
ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ულოცავს ახალ წელს და დაბადების დღეს 100 წლის მარო ციცვიძე-მუმლაძეს

ნოესა და მაროს  5 შვილი, 11 შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი ჰყავთ.

ყველა ახალი ამბავი
0