ცნობილი ქართველების ულამაზესი ნაძვისხეები: საახალწლო ტოპ-8

© Sputnik / Alexander Imedashviliნაძვის ხის სათამაშოები
ნაძვის ხის სათამაშოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვემოთ ქართველი ცნობილების ულამაზეს ნაძვისხეებს დაგათვალიერებინებთ, რომლეთა ფოტოებიც თავად გამოაქვეყნეს სოციალურ ქსელებში.

ახალ წელ ადამიანები მთელ თავიანთ შემოქმედებით უნარებს ავლენენ და ცდილობენ, სახლი თუ ნაძვისხე გამორჩეულად მორთონ.

ქვემოთ ქართველი ცნობილების ულამაზეს ნაძვისხეებს დაგათვალიერებინებთ, რომლეთა ფოტოებიც თავად გამოაქვეყნეს სოციალურ ქსელებში.

გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი

„მგზავრების“ სოლისტის, დიდი დედალამაზიშვილის მეუღლემ, მარინა კარპიმ  ძალიან თბილი საახალწლო ფოტო გამოაქვეყნა. მასზე გიგი და მათი ორი შვილი — ლიზი და ნიკოლოზი არიან აღბეჭდილები ნაძვის ხესთან.

მართალია ნაძვისხე დიდი არ არის, მაგრამ მშვენივრადაა მორთული და თბილი გარემო კიდევ მეტ სილამაზეს სძენს. 

View this post on Instagram

А вот теперь все на своих местах... #dedalamazishvili_family

A post shared by Marina Karpiy | Photographer (@karpiy) on

ხატია ბინუათიშვილი

ცნობილი პიანისტის ნაძვისხე ღია ფერებშია მორთული და რაღაცით თოვლის დედოფალს ჩამოჰგავს

თინათინ ნატროშვილი

მოდელმა სტანდარტული წესებიდან გადაუხვია და ნაძვისხე უჩვეულო სათამაშოებით მორთო. მაგალითად, ასეთი ნიანგით.

თაკო საზინა

ცნობილმა ბიუთი−ბლოგერმა საკუთარი ნაძვისზე თეთრსა და ოქროსფერში მორთო და ძალიან ჰარმონიული სურათი მიიღო. რაც მთავარია, თავად თაკო ძალიან კმაყოფილია.

სოფო მოსიძე

ცნობილი ჟურნალისტის ფანტაზიას უკვე მერამდენედ მოვყავართ აღტაცებაში. მისი ნაძვისხე — ეს ულამაზესი ქაოსია, თუმცა ძალიან ჰარმონიული.

View this post on Instagram

A post shared by Sopo Mosidze (@sopomosidze) on

თამო ვაშალომიძე

თაკომ სოციალურ ქსელში თავის პატარა გოგონასთან და პასტელის ფერებში მორთული ნაძვისხის ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოდან საოცარი სითბო და სიმყუდროვე იფრქვევა.

View this post on Instagram

🌲♥️

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

ანუკი არეშიძე

თბილისის მერის მეუღლემ „ინსტაგრამზე“ ნაძვისხესთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა:

„ამ ბავშვებით შეუძლებელია წესიერი ფოტოს გადაღება, ასეთი ქაოსური არეულობით გილოცავთ ყველას, ყველას, გულით, დამდეგ 2020−ს! იყავით ბავშვებივით ლაღები, ბედნიერები, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს და ულევ სიხარულს! მრავალს დაესწარით. მიყვარხართ და დიდი მადლობა ყველას“.

View this post on Instagram

A post shared by ANOUKI ARESHIDZE (@anoukigold) on

ქეთა თოფურია

ქეთა სახლის საახალწლო მორთულობა მთელი სერიოზულობით მიუდგა: ინტერიერი ნაძვის ტოტებითა და თეთრ−წითელი ბურთებით მორთო და არც წითელი კენკრის ტოტები დაიშურა. მოკლედ, ძალიან სადღესასწაულო გარემო შექმნა.

View this post on Instagram

🎄🎉🎁

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

 

 

ყველა ახალი ამბავი
0