ღარიბაშვილმა ქართველ სამშვიდობოებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

© photo: Sputnikირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, უწყებისთვის მომავალი წელი მოდერნიზაციისა და გაძლიერების წელი იქნება. დაგეგმილია ახალი რეფორმები, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეებზეა გათვლილი

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან ახალი წელი მიულოცა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ნათქვამია უწყების Facebook–გვერდზე.

ღარიბაშვილმა სამშვიდობოებს მადლობა სამსახურისა და თვითგანწირვისთვის გადაუხადა.

„მადლობას გიხდით თქვენი ყოველდღიური გმირობისთვის. თქვენ ხართ ჩვენი სიამაყე და ჩვენი ძალა”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროსთვის მომავალი წელი მოდერნიზაციისა და გაძლიერების წელი იქნება. დაგეგმილია ახალი რეფორმები, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეებზეა გათვლილი.

„მთელი გუნდი, თქვენთან ერთად, ყველა იმ მიზანს, რომელიც ერთობლივად დავისახეთ, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და ჩვენი ჯარი კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე დღეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საახალწლო სუფრა - Sputnik საქართველო
როგორ შევეგებოთ ახალ 2020 წელს – რჩევები და ტრადიციები

ავღანეთსა და აფრიკაში მყოფ ქართველ სამშვიდობოებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს ასევე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

„ჩემთვის დიდი პატივია და სიხარული მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. მინდა რომ ეს წელი იყოს ყველა ჩვენთაგანისათვის მშვიდობიანი, წარმატებული და ბედნიერი. მინდა მოგილოცოთ თქვენს ოჯახებთან ერთად", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) არასაბრძოლო მისია ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული, რომელთა ფუნქციებია ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების წვრთნა და სწავლება.

საქართველოდან მისიაში 872 სამხედრო პირი მონაწილეობს. ისინი დისლოცირებული არიან ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში.

აფრიკაში, ევროკავშირის ეგიდით, სამხედრო-სასწავლო მისიაში საქართველო წარმოდგენილია ორ ქვეყანაში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც წარმოდგენილია ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეული, და მალიში, სადაც ერთი ოფიცერი იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0