გრიპის გართულებების შემთხვევები საქართველოში ორჯერ შემცირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliიმუნიზაციისა და პრევენციის ცენტრი
იმუნიზაციისა და პრევენციის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული წლის დეკემბერ–იანვარში საქართველოში H1N1 გრიპის ვირუსი, ე.წ. „ღორის გრიპი“ მძვინვარებდა, რომლის ნიადაგზე გართულების შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. გრიპის ვირუსის გართულებების შემთხვევები საქართველოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორჯერ შემცირდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

გასულ კვირაში გრიპის ვირუსი და გრიპის მსგავსი დაავადებები გამოვლინდა ჰოსპიტალიზებული პაციენტების 19%-ში. გასულ წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 42%-ს აღწევდა. შესაბამისად, ამ ინფექციის გართულების მაჩვენებელი შემცირებულია.

გრიპის ვირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
გრიპი გვიტევს, მაგრამ ეპიდემიის საფრთხე საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს

ცენტრის სტატისტიკური მონაცემებით, გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებების მაჩვენებელმა 312-ს მიაღწია 100 ათას ადამიანზე. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 277 იყო.

ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მცხოვრებზე 450–500 ადამიანი ავადდება.

გასული წლის დეკემბერ–იანვარში საქართველოში H1N1 გრიპის ვირუსი, ე.წ. „ღორის გრიპი“ მძვინვარებდა, რომლის ნიადაგზე გართულებების შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა.

უფრო ადრე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხე საქართველოში არ არის.

საქართველოში გრიპით ორი ადამიანი გარდაიცვალა>>

საქართველოში ძირითადად А და В ტიპის ვირუსები ცირკულირებს. თუმცა А ტიპის ვირუსებთან (H1N1, H3N5) შედარებით, უფრო სჭარბობს მსუბუქი ფორმის В ტიპის ვირუსით დაავადების შემთხვევები.

საქართველოში ბოლო პერიოდში H1N1 ტიპის გრიპის ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში პაციენტებს ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები და არ ჰქონდათ გრიპის აცრა გაკეთებული.

ყველა ახალი ამბავი
0