2020 წლიდან პირველადი ჯანდაცვის მასშტაბური რეფორმა დაიწყება

© Sputnik / Denis Aslanovსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებით, შესაძლოა, 28%-ით შემცირდეს სასწრაფო დახმარების სერვისების გამოყენება, ადრეული გამოვლენის და პრევენციის ხარჯზე კი 5,3%-ით შემცირდეს სიკვდილიანობა.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. მომავალი წლიდან საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმა დაიწყება, რომელიც მიმართული იქნება დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის კუთხით ღონისძიებების ხარისხის ამაღლებასა და ასევე ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პრესკონფერენციაზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველადი ჯანდაცვა თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის და ასევე ჰოსპიტალური სექტორის განვითარების საფუძველია.

კლინიკა - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტროს ხმაურიანი რეფორმა ტარიფების ერთიანი სისტემის შესახებ – რა იცვლება?

„ჩვენი ჯანდაცვა გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად იქნება იმ ხარისხის, რა მოთხოვნებიც აქვთ ჩვენს პაციენტებს, იქნება ისეთივე სანდო, როგორიც დასავლეთის ქვეყნების ჯანდაცვა. მე ვიცი, რომ ჩვენი ექიმების კვალიფიკაცია ნამდვილად უტოლდება ევროპელი ექიმების კვალიფიკაციას და ამის დამტკიცებას შევძლებთ", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის სიტყვებით, მომავალი წლიდან იგეგმება ექიმების გადამზადება, ასევე კლინიკების ინფრასტრუქტურის და ტექნიკური გაუმჯობესების კუთხით მუშაობის დაწყება, დაწესდება ხარისხის კონტროლის მექანიზმებიც. ცვლილებები შეეხება როგორც სოფლებს, ასევე დიდ ქალაქებს – თბილისს, ბათუმს, ქუთაისს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ აღნიშნა, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებით, შესაძლოა, 28%-ით შემცირდეს სასწრაფო დახმარების სერვისების გამოყენება, ადრეული გამოვლენის და პრევენციის ხარჯზე კი 5,3%-ით შემცირდეს სიკვდილიანობა.

რეფორმაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ქრონიკული და ინფექციური დაავადებების კონტროლს, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს.

გარდა ამისა, 2020 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს ტელემედიცინის დონის ამაღლებასა და საინფორმაციო ინფრასტრუქტურის მობილიზებას, რაც ითვალისწინებს ექიმებს შორის ინფორმაციის გაცვლისთვის კომპიუტერისა და ტელეკომუნიკაციის გამოყენებას. ასევე იგეგმება ფარმაკოლოგიური სექტორის გარკვეული სერვისების დიგიტალიზაცია, რაც მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას გახდის შესაძლებელს.

ყველა ახალი ამბავი
0