კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ხელისუფლებას ღია წერილით მიმართეს

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIგანათლების სამინისტროს შენობა
განათლების სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა ქართველმა რეჟისორებმა, მსახიობებმა, მუსიკოსებმა და სხვა სფეროების წარმომადგენლებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, ცალკე შეიქმნას კულტურის სამინისტრო.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ხელოვნების ცნობილმა მოღვაწეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სახელზე ღია წერილი დაწერეს და მათ კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებისკენ მოუწოდეს.

ამჟამად საქართველოში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფუნქციონირებს, რომელიც ყველა ამ მიმართულებას მოიცავს.

მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრმა საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა

„ისეთი სფეროების ერთ უწყებად გაერთიანებამ, როგორიცაა განათლება და მეცნიერება, კულტურა და სპორტი, მნიშვნელოვნად უკან დახია საქართველოში კულტურის განვითარების შესაძლებლობა, რადგან კულტურის სფეროში შემავალ ყველა დარგს თავის მხრივ მრავალი ინსტიტუციური, ფინანსური და იურიდიული პრობლემა აქვს მოსაწესრიგებელი", – ნათქვამია მიმართვაში, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა" გამოაქვეყნა.

მიმართვას ხელს აწერენ ხელოვნების ისეთი გამორჩეული მოღვაწეები, როგორებიც არიან რობერტ სტურუა, ელდარ შენგელაია, თემურ ჩხეიძე, ნიკოლოზ რაჭველი, დათო ევგენიძე, კახი კავსაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ნინო სუხიშვილი და სხვები.

ცალკე სამინისტროს შექმნას უჭერენ მხარს აგრეთვე ამ მიმართულებაში შემავალი ორგანიზაციები – საქართველოს თეატრალური საზოგადოება, მხატვართა კავშირი, არქიტექტორთა კავშირი, კომპოზიტორთა კავშირი და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0