„მწვანე ჯილდო 2019": წლის საუკეთესო აღმზრდელი ლანჩხუთელი ნათია თავაძე გახდა

© Tbilisi City Hallსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის მონაწილეები კომისიის წევრებმა მთელი წლის განმავლობაში განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივობების მიხედვით შეაფასეს და საუკეთესო ათეული გამოავლინეს.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. კონკურსი „მწვანე ჯილდოს" გამარჯვებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელი ნათია თავაძე გახდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცენტრის ინფორმაციით, კონკურსი „მწვანე ჯილდო 2019 – სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

„მწვანე ფესტივალზე" საქართველოს ყველაზე აქტუალურ პრობლემებზე იმსჯელებენ>>

კონკურსის მონაწილეები კომისიის წევრებმა მთელი წლის განმავლობაში განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივობების მიხედვით შეაფასეს და საუკეთესო ათეული გამოავლინეს.

„ათეულიდან წლის საუკეთესო აღმზრდელი სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდა. 2019 წელს „მწვანე ჯილდოს" მფლობელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის აღმზრდელი ნათია თავაძე გახდა. მას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სამახსოვრო საჩუქრები და „მწვანე ჯილდო" გადასცა", – აღნიშნულია განცხადებაში.

კონკურსის მიზანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების ხელშეწყობა და აღმზრდელებისა და მეთოდისტების წახალისებაა. ის უკვე მეორედ გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელმა მიიღო.

აჭარის ღირსშესანიშნაობები - Sputnik საქართველო
რისთვის გამოუყო აშშ-ს მთავრობამ საქართველოს 1,6 მილიონი დოლარი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით 2016 წელს სასკოლო მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შეიმუშავა დამხმარე სახელმძღვანელო აღმზრდელთათვის – „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება", რომელიც მოიცავს სამ ძირითად თემას: 1. ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო; 2. წყლისა და ენერგიის დაზოგვა; 3. ნარჩენების მართვა.

2016 წლიდან სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით მიმდინარეობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებისა და მეთოდისტების ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით. ჯამში საქართველოს ყველა მხარეში გადამზადდა 1600-მდე ბაღის 2000-მდე აღმზრდელ-პედაგოგი და მეთოდისტი.

ყველა ახალი ამბავი
0