საქართველოში ეროვნული ოლიმპიადების საუკეთესო მონაწილეები დააჯილდოეს

© photo: Senaki District Administration / FBქართველი მოსწავლეების პრეზენტაცია
ქართველი მოსწავლეების პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საჯარო სკოლების 207 მოსწავლეს - ეროვნული სასკოლო ოლიმპიადების მონაწილეებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს

თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ,  ეკატერინე დგებუაძემ ეროვნული ოლიმპიადების 207 მონაწილე დააჯილდოვა, აცნობეს უწყებაში Новости-Грузия-ს კორესპონდენტს.

ოლიმპიადების ისტორიაში მსგავსი დაჯილდოება პირველად წელს ჩატარდა, მისი მთავარი მიზანია - საუკეთესო „ოლიმპიელების“ გამოვლენა და წახალისება.

ქართველი ნორჩი მათემატიკოსები საერთაშორისო ოლიმპიადაზე ათეულში მოხვდნენ >>

ეროვნული ოლიმპიადა საქართველოში ყოველწლიურად ტარდება, და წელს მასში კერძო და საჯარო სკოლების X-XII კლასების დაახლოებით 35 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

2018-2019 სასწავლო წელს ოლიმპიადა შემდეგ საგნებში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა (ქართველი და არაქართველი სტუდენტებისთვის), მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, უცხო ენები (ინგლისური, გერმანული, რუსული) და კომპიუტერული მეცნიერება.

საერთაშორისო ოლიმპიადების გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია - Sputnik საქართველო
ვინ არის ყველაზე ჭკვიანი? გამოცხადდა საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის რეგისტრაციის ვადები

ოლიმპიადა ასევე ტარდება სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. მასში მონაწილეობის მიღება ასევე შეეძლოთ უსინათლო მოსწავლეებს ბრაილის შრიფტის დახმარებით.

ოლიმპიადას ატარებს საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი და ის სამ ეტაპს მოიცავს - სასკოლო, რეგიონული და დასკვნითი ეტაპი.

ოლიმპიადის მესამე ტურში 18 მოსწავლემ დაიკავა პირველი ადგილები, 17-მა - მეორე, ხოლო 16-მა - მესამე ადგილები.

გამარჯვებულებს გადაეცათ კომპიუტერული ტექნიკა, დიპლომები და სასაჩუქრე ბარათები.

ყველა ახალი ამბავი
0