Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ცოტნე ივანიშვილი გაიზარდა და არაჩვეულებრივად ხატავს – ფოტოები

© beraofficial / Instagramბერა ივანიშვილი უმცროს ძმასთან ერთად
ბერა ივანიშვილი უმცროს ძმასთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ბიზნესმენის ოთხივე შვილი განსხვავებული ინტერესების ადამიანები არიან. აღმოჩნდა, რომ ყველზე უმცროსს ხატვის განსაკუთრებული ნიჭი აქვს.

მსოფლიოში ცნობილი მილიარდერები და მათი ოჯახის წევრები საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცევიან, გამონაკლისი არც საქართველოა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ყოფილ პრემიერსა და მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს ოთხი შვილი ჰყავთ – უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე ივანიშვილები.

ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს დაქორწინების შემდეგ პირველად ვაჟი შეეძინათ, რომელსაც უტა დაარქვეს. ის ამჟამად 26 წლისაა და საფრანგეთში ცხოვრობს. ივანიშვილის უფროსი შვილი 2015 წელს „ქართუ ბანკის“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში იყო დაფიქსირებული, როგორც კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი. შეგახსენებთ, რომ ბანკი ექს-პრემიერმა 1996 წელს დააარსა.

2011 წელს ჟურნალისტ ია ანთაძისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მის ოთხივე შვილს „აბსოლუტური სმენა აქვთ და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავენ. უტას კი შეეძლო მუსიკოსობა, მაგრამ არ მოინდომა, უნივერსიტეტში სწავლობს, საფრანგეთში“.

რაც შეეხება მილიარდერის მეორე ვაჟს, ბერა ივანიშვილს, ის 1994 წლის 23 დეკემბერს დაიბადა და მუსიკალურ საქმიანობას ეწევა. ბერა მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორია. ბერა ივანიშვილი აქტიურად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კამპანიაშიც. 2011 წლის შემოდგომაზე მან მამამისისა და მისი პოლიტიკური გუნდის მხარდასაჭერად გამოუშვა მუსიკალური კლიპი „ქართული ოცნება“. ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში თავისი ცხოვრების ისტორიასაც ჰყვება. მისი თქმით, პარიზში დაიბადა, თუმცა საქართველოში გაიზარდა, ის მუსიკით დაინტერესების წლებს შემდეგნაირად იხსენებს:

„დედაჩემი მუსიკის დიდი მოყვარულია და სახლში ალბომების დიდი კოლექციაც ჰქონდა. 7-8 წლის ვიყავი, როდესაც ამ ალბომებს ვუსმენდი და პირველი მათგანი, რომელიც დამამახსოვრდა, რეი ჩარლზის ალბომი იყო. ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო“. ბერას თქმით, მასზე დიდი გავლენა ბარი უაითმა, მაიკლ ჯექსონმა და 2Pac-მა მოახდინეს.

მუსიკალურ კარიერასთან ერთად, ბერა ივანიშვილი ტელეკომპანია GDS-ის მფლობელიც იყო, თუმცა 2017 წლის 1 თებერვალს ტელევიზია „იმედი ჰოლდინგს“ მიჰყიდა, შედეგად GDS-ის 100%-იანი წილის მფლობელი ამჟამად ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძეა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილს, გვანცას, ის 21 წლისაა და მისი განათლებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა გვანცა სოციალურ ქსელ Facebook-ში ფოტოებს აქტიურად ავრცელებს ხოლმე როგორც ოჯახთან, ისე მეგობრებთან ერთად.

ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის უმცროსი ვაჟი ცოტნე 11 წლისაა. ის საზოგადოებას როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიიდან, ისე სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან და ვიდეოებიდანაც დაამახსოვრდა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო ბერასა და ცოტნეს ერთობლივი ვარჯიშია. სამწუხაროდ, ცნობილი არ არის, ცოტნე ივანიშვილი განათლებას სად იღებს, თუმცა, საზოგადოებაში გავრცელებული ხმების თანახმად, მას მშობლები განათლებას სახლის პირობებში აძლევენ.

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა მუდმივად აღნიშნავს, რომ მილიარდერს საკუთარ თავსა და ოჯახზე საუბარი არ უყვარს და მედიასთან პირად ცხოვრებაზე კომენტარებს იშვიათად აკეთებს. Instagram-ის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ უმცროს ივანიშვილს ხატვა კარგად გამოსდის. ცოტნემ სწორედ საკუთარი ნახატი აჩუქა ქორწილში ძმას ბერა ივანიშვილს, რომელმაც რეპერის კოლექციაში საპატიო ადგილი დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0