Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თუ მოინდომებ, გაიმარჯვებ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ხათუნა ჟორდანიას ამხნევებს

© Facebook / Nanuka Zhorzholiani's Showნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ოჯახი უკვე რამდენიმე წელს ითვლის. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, წყვილს ერთ-ერთი ყველაზე მყარი ოჯახი აქვს ქართულ შოუ-ბიზნესში. აღმოჩნდა, რომ მათი ოჯახი განსაცდელშია.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მომღერალ ზურა ხაჩიძის მეუღლის ხათუნა ჟორდანიას მძიმე დიაგნოზთან დაკავშირებით წერს და ჟორდანიას მიმართავს, რომ უნდა მოინდომოს და დაავადებას აუცილებლად დაამარცხებს.

ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე - Sputnik საქართველო
ხათუნა ჟორდანია მძიმე დაავადებას ებრძვის – ზურა ხაჩიძე საზოგადოებას სთხოვს ილოცონ მისთვის

„მე ვიცი რამხელა მნიშვნელობა აქვს ასეთ კრიზისში ადამიანების თანადგომას. როცა სასოწარკვეთილი ხარ და ძალიან ბუნდოვანია შენი არსებობა. ხათუნა, გიგზავნი ბევრ თბილ ენერგიას, სიყვარულს და რამდენიმე ამბავზე დაყრდნობით გარწმუნებ, რომ თუ მოინდომებ, შენ გაიმარჯვებ“, – წერს ტელეწამყვანი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე აქვს. ამის შესახებ „რეიტინგთან“ ინტერვიუში ზურა ხაჩიძემ განაცხადა. მისი თქმით, ხათუნა ისრაელში მკურნალობს, ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია და ცოტა უკეთაა. დაავადების შესახებ კი შემთხვევით გაიგეს, როდესაც ხველების გამო ექიმთან მივიდნენ. ზურა ხაჩიძე საზოგადოებას სთხოვს, ილოცონ ხათუნასთვის.

ხათუნა ჟორდანია - Sputnik საქართველო
„შუქნიშანთან ბიჭი მიყურებდა, ის წავიდა, მე კი დავრჩი, გული მიცახცახებდა...“ – ჟორდანია

საზოგადოების შეშფოთება რამდენიმე დღის წინ მომღერალ ზურა ხაჩიძის მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებულმა ფოტომ გამოწვია, სადაც მისი მეუღლე ხათუნა ჟორდანია კლინიკაშია გადაღებული. 

წლების წინ ზურა ხაჩიძემ და ხათუნა ჟორდანიამ ერთმანეთი ნინი ქარსელაძისა და „ქუჩის ბიჭების“ ჰიტის ჩაწერისას გაიცნეს. ახლა მათ საერთო ქალიშვილი ანასტასია ხაჩიძე ჰყავთ. წყვილის დაქორწინება ჭორების მიუხედავად მყარი აღმოჩნდა. 6 თვის წინ ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მესამე მოადგილედ დაინიშნა. „Sputnik-საქართველო“ ხათუნა ჟორდანიას გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ყველა ახალი ამბავი
0